ვის მისცეს ხმა კალჩოს ვარსკვლავებმა სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე? - ოსიმენის მოულოდნელი პასუხით ყველა გაოცდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 დეკემბერს იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ მილანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გასული სეზონის სერია A-ს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა.

საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიას კი სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი მიანიჭეს.

დაჯილდოების შემდეგ წამყვანმა სერია A-ს ვარსკვლავებს ჰკითხა, თუ ვის მისცეს ხმა საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში.

ოსიმენის პასუხმა ყველა გააოცა, რადგან ნიგერიელმა აღნიშნა, რომ მხარი საკუთარ თავს დაუჭირა. რაფა ლეაომ, ხვიჩა კვარაცხელიამ,  ალესანდრო ბასტონიმ და მაიკ მენიომ ასევე თქვეს, რომ ხმა ნიგერიელს მისცეს. 

ხვიჩა კვარაცხელიას სასიკეთოდ არჩევანი ჯოვანი დი ლორენცომ,
სტანისლავ ლობოტკამ და ჰაქან ჩალჰანოღლუმ გააკეთეს, ნიკოლო ბარელას ხმა კი ჯოვანი დი ლორენცომ მოიპოვა.

altვიქტორ ოსიმენი: ამ პრიზს "კვარას" ვუნაწილებ

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნუ აგიჟებთ მაგ ბიჭს, ჭკუაზე აღარ არის, ცერემონიალებით უდინეზემდე თუ მიაღწევს
სად?
14:00 07-12-2023
3
შარშან სეზონის ბოლოს ხვიჩას რომ მისცეს ჯილდო, ის რა ორგანიზაციამ გააკეთა? ამასთან როგორააა დაკავშირებული?
გიორგი
12:57 07-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული