"ინტერმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში სამი მატჩი ჩატარდა.

„ინტერმა“ სახლში „უდინეზე“ 4:0 დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა. „ნერაძური“ ყველა ტურნირზე ბოლო 13 მატჩში დაუმარცხებელია - 10 მოგება და 3 ფრე.

მილანი. „სან სირო“
ინტერი - უდინეზე 4:0
გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (37, პენ), 2:0 დიმარკო (42), 3:0 ტიურამი (44), 4:0 მარტინესი (84)

„ატალანტამ“ საკუთარ მოედანზე კომპენსირებულ დროში მურიელის მიერ გატანილი ლამაზი გოლით „მილანს“ 3:2 სძლია.

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“
ატალანტა - მილანი 3:2
გოლები: 1:0 ლუკმანი (38), 1:1 ჟირუ (45+3), 2:1 ლუკმანი (55),
2:2 იოვიჩი (80), 3:2 მურიელი (90+5)
გაძევება: კალაბრია (90+3, მილანი)

„ვერონასა“ და „ლაციოს“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ლაციო 1:1
გოლები: 0:1 ძაკანი (23), 1:1 ანრი (70)
გაძევება: დუდა (77, ვერონა)

პირველ ადგილზე 38 ქულით „ინტერია“, მეორეზე 36 ქულით „იუვენტუსი“, მესამეზე კი 29 ქულით „მილანი“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული