პიოლის ბედი "ნიუკასლთან" მატჩზეა დამოკიდებული - "მილანში" იბრაჰიმოვიჩის და აბატეს მოსვლას წინასწარმეტყველებენ

AutoSharing Option
La Repubblica-ს ცნობით, თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში გასვლაზე "ნიუკასლთან" დამარცხდება, დიდი ალბათობით, ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის დაითხოვს.

"როსონერის" ჩაბარების მთავარ კანდიდატად სეზონის ბოლომდე იგნასიო აბატე სახელდება, რომელიც "ლომბარდიელთა" ღირსებას დიდი ხნის განმავლობაში იცავდა და ახლა "სან სიროს" ბინადართა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს.

საინტერესოა, რომ "მილანში" ამ შემთხვევაში დაბრუნდება ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელიც აბატეს ერთ-ერთ ასისტენტად, ან გუნდის დირექტორად და გასახდელში ჯანსაღი ატმოსფეროს შემქმენლად მოიაზრება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდიდან მალდინის, რომ გაუშვებ და აბატეს მოიყვან იქ გერხევა ზუსტათ.
1
აბაა მაშინ ჩაალაგოს უკვე ჩემოდანი ჯობია. გადაჯეგავს ნიუკასლი, ისე როგორც პსჟ ს . ნიკასლი დორტმუნდი გავა ამ ჯგუფიდან. არამგონია სახლში წააგოს დორტმუნდმა ბოლო ტურში და პირველი ადგილი დაკარგოს
მურთო
18:15 11-12-2023
5

სიახლეები პოპულარული