დე ლაურენტისი ოსიმენის აგენტს შეხვდა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის აგენტს, რობერტო კალენდას, ამა წლის აგვისტოს შემდეგ პირველად შეხვდა.

მხარეებმა ოსიმენის 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისაუბრეს. ნიგერიელის წლიური გასამრჯელო 4.5 მილიონი ევროა და პრეზიდენტი მზადაა ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდოს; აგრეთვე - ახალ ხელშეკრულებაში შეიტანოს პუნქტი, რომლის მიხედვით, მისი გამოსასყიდი ფასი 130-140 მილიონი იქნება. მოლაპარაკებები შეიძლება ხვალ გაგრძელდეს.

ამ სეზონში ვიქტორმა სერია A-ს 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაერთხელ დავწერე რომ ხვიჩას თუ სურს დაფასდეს მისი შრომა, სასწრაფოდ აგენტი უნდა გამოიცვალოს! ჯეღელს უთხრას მადლობა და გააგრძელოს ოჯახებით მეგობრობა, ხოლო საქმე ჩააბაროს უკეთეს პიროვნებას
fani
14:29 14-12-2023
0
ოსიმენი რა თქმა უნდა იმსახურებს,ხელფასის ორმაგად მომატებას,მაგრამ მის ფონზე,ხვიჩას შეურაცხმყოფელად მცირე ხელფასიც ძალიან ყვირის.ხვიჩას მაკრიტიკებელი იტალიელი ჟურნალისტები,ინტერესდებიან,ამ ფაქტით?-რაღაც არა მგონია.საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა და რასაც უხდიან,იმისიც ალბათ მადლობელი უნდა იყოს,მათი აზრით.არც ოსიმენის აგენტი უნდა იყოს,დიდი გაქანების,მაგრამ ჯუღელის თვითკმაყოფილ "როჟას" რომ ვხედავ,ნერვები მეშლება.თვითონ უკვე იმდენი იშოვა,საფეხბურთო კლუბს ინახავს.კარგი საქმეა,სამეგრელოში ფეხბურთი დააბრუნა და ამ საქმეში,ღმერთმა ხელი მოუმართოს,მაგრამ კვარამ რა დააშავა?ხვიჩას მამაც რომ იყოს,ფაქტია,რომ ვერ პატრონობს ამ ბიჭს და გადაეცი რა,სხვა,უფრო უკეთეს აგენტს!ოჯახის მეგობრობაც,ეგ იქნება.
სოსო
10:21 14-12-2023
3

სიახლეები პოპულარული