"ნაპოლის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი - ოსიმენს ხელფასი მნიშვნელოვნად ეზრდება, კვარაცხელიაზეც იგივე იქნება?

AutoSharing Option
ცნობილი და სანდო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ნაპოლი" გუნდის ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ეს გადაწყვეტილი ამბავია.

ჩვენი იტალიელი კოლეგისვე ცნობით, ახალი შრომითი ხელშეკრულება 2026 წლამდე გაგრძელდება, ნიგერიელის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ "პარტენოპეისთან" ახალ კონტრაქტს ხვიჩა კვარაცხელიაც გააფორმებს და მისი ხელფასიც გაიზრდება, თუმცა ეს ამბავი ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ხვიჩაზე, ვინც ცუდს იძახით, ყველას თავზეც გავიარეთ, ტალახიანი ფეხებით.
ბოღმისტებს
18:13 14-12-2023
11
ჯუღელო, შენი აფერისტი და უვარგისი ...
fani
15:29 14-12-2023
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული