"ნაპოლი" "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი მცველის გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
"ნაპოლი" ისევ განიხილავს "ბარსელონადან" "ასტონ ვილაში" იჯარით გაშვებული მცველის, კლემან ლანგლეს შეძენას, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

ნეაპოლურმა კლუბმა ზაფხულში 28 წლის ფრანგის გადაბირება ვერ შეძლო, ახლა კი მზადაა "ბარსელონასთან" მოლაპარაკება განაახლოს.

ლანგლეს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი სატრანსფერო ფასი კი 8 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული