"ნაპოლი" "ტოტენჰემის" ნახევარმცველით დაინტერესდა

AutoSharing Option
SKY-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ნაპოლი" იანვარში "ტოტენჰემისა" და დანიის ნაკრების 28 წლის ნახევარმცველის, პიერ-ემილ ჰოიბერგის შეძენას შეეცდება.

ჰოიბერგს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.

ამ სეზონში ჰოიბერგმა პრემიერლიგის 16 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა და მიუხედავად ამისა, მისი სამსახურით აგრეთვე "იუვენტუსი" და რამდენიმე იტალიური კლუბია დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული