"ინტერი" თასიდან გამოვარდა - ლაუტარომ ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის მერვედფინალში "ინტერი" საკუთარ მოედანზე "ბოლონიასთან" დამატებით დროში 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

99-ე წუთზე მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა და შეცვალეს. არგენტინელმა მოედანი კოჭლობით დატოვა, მისი მდგომარეობის შესახებ კი კომენტარი მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ გააკეთა:

"ჩვენ მის მდგომარეობას შევაფასებთ. იმედია, სერიოზული არაფერია. სამედიცინო შტაბი მშვიდადაა, მაგრამ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. მით უმეტეს, ორი დღის შემდეგ "ლეჩესთან" მატჩი გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული