29 წლის პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ზელინსკის "ნაპოლისთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და ნაახალწლევს უკვე სხვა კლუბთან მოლაპარაკების დაწყების უფლება აქვს.
Calciomercato ირწმუნება, რომ მან "ინტერთან" 3+1 სისტემის ხელშეკრულება შეათანხმა და მისი სეზონური გასამრჯელო 4.5 მილიონი ევრო იქნება.
ზელინსკიმ გასული წლის ზაფხულში გუნდის დატოვება გადაიფიქრა და შეიძლება მიმდინარე მოვლენები „ნაპოლისთან“ უკეთესი კონტრაქტის გასაფორმებლად გამოიყენოს, თუმცა ამის ალბათობა მცირეა.
მან ამ სეზონში ნეაპოლურ გუნდში ყველა ტურნირზე 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 30 მილიონია.
"ნაპოლიმ" გამორჩეული მოთამაშე უფასოდ დაკარგა - ზელინსკიმ ახალ გუნდთან ხელშეკრულება გააფორმა