"ნაფრონტალი" "ნაპოლი" მძიმე ვითარებაში იმყოფება

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "რომასთან" ნამდვილი ომი გადაიტანა და იმაზე უარესი შედეგით დაბრუნდა სახლში, ვიდრე უბრალოდ სამი ქულის დაკარგვა და მეშვიდე ადგილზე დაქვეითებაა.

გაძევებული პოლიტანო და ოსიმენი გუნდს 29 დეკემბერს, სერია A-ს მე-18 ტურის საშინაო მატჩში, "მონცასთან" ვერ დაეხმარებიან, ისევე, როგორც ტრავმირებული ლობოტკა და ოსიმენი. ბედად, კვარაცხელია, რომელზეც ნადირობდნენ, არ დაშავდა. ელმასი "ლაიფციგთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გერმანიაში გაემგზავრა, ხოლო ზელინსკი ნაახალწლევს "ინტერში" გადადის. ერთი სიტყვით, მეტად რთული სიტუაციაა და გასაკვირი ისაა, რომ რომაული გუნდის უხეშობას იტალიური მედია, ფაქტობრივად, ამართლებს.

Sportall.Ge

მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" წერს: "ძნელია
მოგებაზე ფიქრი, როდესაც მთელი მატჩის მანძილზე თუნდაც ერთ რეალურ მომენტს ვერ ქმნი. "ნაპოლის" ბევრი ფეხბურთელი ძალიან ცუდად გაისარჯა: დი ლორენცო, ლობოტკა, ასევე, კვარაცხელია, რომლის ცნობა ძნელი იყო, ფეხში რამდენიმე დარტყმა მიიღო და თავი მხოლოდ თეატრალური ჩივილით დაგვამახსოვრა". გამოცემამ ქართველის თამაში 4.5 ქულით შეაფასა და საერთოდ არ აღნიშნა დედაქალაქელთა სისასტიკე.

მწვრთნელმა მაცარიმ შობას გუნდი დაასვენა და ცნობილი გახდა, რომ ლობოტკა და ნათანი მომავალ შეხვედრას გამოტოვებენ. სლოვაკს ნეკნი აქვს გატეხილი და უკეთეს შემთხვევაში, 7 იანვარს "ტორინოსთან" მატჩისთვის თუ მოახერხებს მწყობრში ჩადგომას. ბრაზილიელს კი მხარი აქვს ამოვარდნილი და დაახლოებით 15 დღე მოუწევს უქმობა. მან დღესასწაულებზე ნეაპოლში მთელი ოჯახი (მშობლები, და-ძმა და საცოლე) ჩაიყვანა და საკმაოდ კარგ ხასიათზეა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
უნდა დარჩენილიყო ბათუმში და სეზონზე გაიტანდა 70 გოლს, თან ხალხიც მივიდოდა სტადიონზე
zviadi
17:52 26-12-2023
6
გასაგებია კვარას უსუსურ თამაშს,რომ ამართლებთ და გინდათ ეს ვითომდა რომაელი მცველების უხეშ თამაშს დააბრალოთ,არადა კვარა ყურადღების ცენტრში მხოლოდ მას შემდეგ მოექცა რაც მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგის ხელი სახეში, შემთხვევით მოხვდა,ისიც როცა მეტოქის სწრაფი შეტევის ჩაშლას ცდილობდა და არა პირიქით,მანამდე ის სრულად ჩაკარგული იყო და ერთი ორი უკან პასის გარდა არაფერი გაუკეთებია. მერე იყო ის მომენტი,როდესაც ფეხში მოხვდა... და დეიწყო სოფლის თეატრის უნიჭო მსახიობივით, კოტრია მინდორზე ფეხმოჭრილი ტანჯულივით... ისე!! რომაელების უხეშობაზე რომ წერთ-ოქმს ჩახედეთ-ორი ნეაპოლელი გააძევეს უხეშობისთვის და არა სხვა არა-სათამაშო მიზეზით და ხუთი გააყვითლეს.მოურინიოს კი იმისთვის ლანძღავთ, რომ მიუთითა-ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და ყოველ შეხებაზე მინდორზე მოჩვენებითი კოტრიალი და განწირული კივილი-არ მოსულა, დარწმუნებული ვარ მისი ეს საქციელი-ყველა ეპიზოტში ხელებიშ შლა და მსაჯებთან კამათი ჩვეთანაც ბევრს არ მოსწონს-არ არის ლამაზი და გამაღიზიანებელია ყველასთვის. ფეხბში, გასული სეზონის დასაწყისშიც ხვდებოდა,მაგრამ ტიპი დაფრინავდა და ვერ აჩერებდნენ, ხოლო ახლა როდესაც ინერტულია, შენელებული კადრივითაა და სწრაფ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს ფაქტია- ან უკან პასი, ანაც ფეხებში ხვდება. ამ თამაშში იყო კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტი, რომელსაც არ იმჩნევს არც ეს პატივსაცემი საიტი და რა თქმა უნდა არც ე.წ.კვარადონას ფანები-პირველი გოლი,რომელმაც ფაქტიურად გადაწყვიტა მატჩის ბედი- კვარას ბურთის დაკარგვას მოჰყვა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ფლანგზე, რის შემდეგ მას საერთოდ არ უცდია ვიზავის შეჩერება და ყურებჩამოყრილი უყურებდა როგორ გაიტანეს გოლი საკუთარ კარში-სწორედ ამ მომენტზეა გამახვილებული ყურადღება იმავე გაზეტას და ევროსპორტ.იტ-იას გვერდებზე და არა იმაზე თუ როგორ ნადირობდნენ მასზე, შეფასებებიც შესაბამისი აქვს-4,5-თითქმის ყველაზე დაბალი ორივე გუნდში.
leqso
12:28 26-12-2023
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული