"ნაპოლის" პრობლემები გაღრმავდება - რამდენი ხანი ვერ დაეხმარებიან გუნდს ოსიმენი და ანგისა?

AutoSharing Option
29 დეკემბერს "ნაპოლი" "მონცას" დისკვალიფიცირებული პოლიტანოსა და ოსიმენის და ტრავმირებული ნათანისა და ლობოტკას გარეშე უმასპინძლებს. ოსიმენი, კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით, ნიგერიაში გაემგზავრა, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავს.

ოსიმენი და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა აფრიკის თასზე მონაწილეობის გამო "ნაპოლის" იანვარში გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარებიან, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, მათი ნაკრებები როგორ იასპარეზებენ. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი მიმო მალფიტანო ირწმუნება, რომ ვიქტორი ზაფხულში ნეაპოლურ გუნდს დატოვებს.

თუ "მონცასთან" მარიო რუიმ და იენს კაიუსტემ ყვითელი ბარათები მიიღეს, დისკვალიფიკაციის გამო შემდეგ მატჩს გამოტოვებენ. შეგახსენებთ, ელიფ ელმასი "ლაიფციგში"
გადავიდა, პიოტრ ზელინსკი კი "ინტერში" აპირებს გადაბარგებას. ერთი სიტყვით, "ნაპოლის" სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაინც ვერ ვაბრალებ ყველაფერს ჯუღელს. როდესაც პირველადი კონტრაქტი დაიდო, მაშინ არავინ არაფერი იცოდა ხვიჩაზე, ოღონდ და მიეღოთ სადმე კარგ ევროპულ გუნდში, ყველაფერზე წავიდოდა აგენტი. გაფორმდა ჩვეულებრივი კონტრაქტი არაუშავს ფეხბურთელზე. ასეთ ფურორს არც არავინ ელოდა. ეხლა კი დაუხვევია მაგ შობელძაღლ ლაურენტისს: კონტრაქტი აქვს და არსადაც არ წავაო. 2026-ც მალე მოვა, არ უნდა გააგრძელოს და უფასოდ წავიდეს მერე. მთავარია არ დაგვიმტვრიონ ამ იტალიაში.
დიდი პატივისცემით ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! ხვიჩა, შვილო, გაიხარე და გაახარე საქართველო!!!
alexandre
11:52 29-12-2023
0
კვარა გამძლეობას გისურვებ!!!!დაუნახავი ლაურენტისი, იტალიელი ჟურნალისტები,ნეპოლელი გულშემატკივრები,ქართველი ჰეითერები!!! ყველაზე მეტს მაინც შენ მოგთხოვენ, ხვიჩამ უნდა აკეთოს თურმე თერთმეტი კაცის გასაკეთებელი,უნამუსოებიი!!!!!
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული