ის ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს. "როსონერი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 4,5 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც 1 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.
მიმდინარე სეზონში ტერაჩიანომ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. "მილანი" ნახევარდაცვაში ამ ზამთარს ასევე 1 ფეხბურთელს შეელევა.
საუბარი ლუკა რომეროზეა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში "ლაციოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა. ის იჯარით "ლეჩეს" ან "კომოს" მიაშურებს.