"ნაპოლი" ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა, გოლი არ გაუტანია, ცხრა გაუშვა, სერია A-ში მეცხრე პოზიციაზე დაქვეითდა და ღრმა კრიზისში იმყოფება.

areanapoli იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანა ბრძანა - დღეიდან ფეხბურთელები პოცუოლის სასტუმრო Serapide-ში დაბინავდნენ და 13 იანვარს აუტსაიდერ "სალერნიტანასთან" საშინაო შეხვედრისთვის კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მოემზადებიან, რის შემდეგაც სუპერთასზე მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში გაემგზავრებიან.

გამოცემა იტყობინება, რომ "ნაპოლი" "უდინეზესგან" 21 წლის სერბ ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩს 20+5 მილიონ ევროდ შეიძენს და წლიურ გასამრჯელოდ 1.8-2
მილიონ ევროს დაუნიშნავს.

ნეაპოლური კლუბი, როგორც ჩანს, ვერ გადაიბირებს "ჯენოას" 21 წლის რუმინელ მცველ რადუ დრეგუშინს, რომლის ტრანსფერში "ბაიერნი" 30 მილიონს გადაიხდის.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 30 /
ოსიმენი ეხლა აფრიკის თასზე მიდიწ, მინიმუმ 2-3 კვირა არ იქნება და შეიძლება უარესი ჩავარდნა დაეწყოს გუნდს. ფორვარდი აღარ ეყოლებათ ფაქტიურად. სწორედ ეხლა უნდა ულიდეროს გუნდს კვარამ, როცა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებია წინ. განსაკუთრებით სუპერ თასი. ფიორენტინა თან კარგ ფორმაშია და ძალიან გაუჭირდება ნაპოლის!
მურთო
17:30 09-01-2024
3
დანომრეთ თან....თუმცა ნომრები ხომ ისედაც აქვთ
მავნე
15:10 09-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული