"ნაპოლი" ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა, გოლი არ გაუტანია, ცხრა გაუშვა, სერია A-ში მეცხრე პოზიციაზე დაქვეითდა და ღრმა კრიზისში იმყოფება.

areanapoli იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანა ბრძანა - დღეიდან ფეხბურთელები პოცუოლის სასტუმრო Serapide-ში დაბინავდნენ და 13 იანვარს აუტსაიდერ "სალერნიტანასთან" საშინაო შეხვედრისთვის კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მოემზადებიან, რის შემდეგაც სუპერთასზე მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში გაემგზავრებიან.

გამოცემა იტყობინება, რომ "ნაპოლი" "უდინეზესგან" 21 წლის სერბ ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩს 20+5 მილიონ ევროდ შეიძენს და წლიურ გასამრჯელოდ 1.8-2
მილიონ ევროს დაუნიშნავს.

ნეაპოლური კლუბი, როგორც ჩანს, ვერ გადაიბირებს "ჯენოას" 21 წლის რუმინელ მცველ რადუ დრეგუშინს, რომლის ტრანსფერში "ბაიერნი" 30 მილიონს გადაიხდის.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 30 /
რაოო! ყაზარმული მდგომარეობაო??? ომისათვის ხომ არ ემზადებიან???
ლაშა
08 იანვარი 2024 23:41
6
კი, ღაზაში მიყავთ.
ინტრიგანი
09 იანვარი 2024 01:04
5
ახლა სათითაოდ აწონიან და ყველაზე მსუქანს შეჭამენ. ეს იტალიური წესია და რომის პაპების კურთხევით ხდებაო.
ეეხ, საწყალი ხვიჩა, ფინალამდე მაინც გადარჩეს, ან ჯუღელით რომ ჩაანაცვლოს, არაა?
ხო რა მოხდა მერე, რამხელა ღიპი მოიგდო, თან რაფრა მოსუქდა. არ იზავენ ვითამ?
კ ო მ ბ ლ ე
09 იანვარი 2024 00:50
12
ერთი იქა პარაზიტი არ გვეყო ლავრენტა და შენ მეორე აქა
suxumchanin
09 იანვარი 2024 08:34
3
კარგი იყო
სს
09 იანვარი 2024 12:03
0
რას ქვია ყაზარმულ მდგომარეობაში ? ასე მეორე მსოფლიო ომის მერე გადაყავდათ ყაზარმულ მდგომარეობაზე საბჭოთა ძალოვანი უწყებების გუნდები "ცდკა "დინამოები" "ოდო"-ები და ეგეთები გადაყავდათ D ეგეც თქვენი თავისუფალი ევროპა PP
zura222
08 იანვარი 2024 23:48
10
სტატიის ავტორმა გამოიყენა სიტყვა ყაზარმული, ბაზაზე იქნებიან , მეტად დაიტვირთებიან და ბევრს ივარჯიშებენ.. არაფერი გასაკვირი ამაში არ არი.. ნებისმიერ გუნდში ხდება იგივე..
berg
09 იანვარი 2024 00:21
3
იმწუთში ევროპას რომ ეცემით.გადასარევად იცი რაც იგულისხმა ავტორმა ყაზარმულში, მაგრამ მაინც ევროპას გაჰკრა გინდა.
ვიცით რომ ბევრი რუსეთუმე ხართ საქართველოში, მაგრამ თქვენსას აღარ გაგატანინებთ.
ვაჟა
09 იანვარი 2024 08:29
8
მე მიყვარს ეს საიტი. . .ესაინც დაბეჭდეთ
ნაპოლეონი
09 იანვარი 2024 01:01
5
ნაპოლეონ - ს
09 იანვარი 2024 02:42
1
ოსიმენი ეხლა აფრიკის თასზე მიდიწ, მინიმუმ 2-3 კვირა არ იქნება და შეიძლება უარესი ჩავარდნა დაეწყოს გუნდს. ფორვარდი აღარ ეყოლებათ ფაქტიურად. სწორედ ეხლა უნდა ულიდეროს გუნდს კვარამ, როცა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებია წინ. განსაკუთრებით სუპერ თასი. ფიორენტინა თან კარგ ფორმაშია და ძალიან გაუჭირდება ნაპოლის!
მურთო
09 იანვარი 2024 17:30
3
რას ნიშნავს ,, უ ლ ი დ ე რ ო ს"გუნდი ვერ თამაშობს ნამდვილ ფეხბურთს და..
ხვიჩა რა ,, ფ ა ნ ტ ო მ ა ს ი ა"!?
მამუკა
10 იანვარი 2024 09:32
0
:)))))))
Koki
09 იანვარი 2024 09:56
1
სალერნიტანამ მაგარი თამაში ჩაატარა იუვესთან, რომ არა გაძევება მეეჭვება იუვეს ის თამაში სულაც ფრედ დაესრულებინა, არ მგონია ნაპოლის იოლი თამაში ელის
მამუკა
09 იანვარი 2024 07:32
1
Ase Icis wuwuraqobam lavrenta.tumca mgonia lavrenta fuls aketebs da es domxali awyobs.napoli grandi araa ro chempionoba motxovon yovel wels.xvicha tavs ushvele!!!barsa ichaliche da naxe rogor mogixdeba.
Gia
09 იანვარი 2024 00:34
6
დანომრეთ თან....თუმცა ნომრები ხომ ისედაც აქვთ
მავნე
09 იანვარი 2024 15:10
0
ერთი კვარაა და ლაურენტისი და ჯუღელი.
ორივე კვარას ინტერესებს იცავს.
ნეტავი რომელს უფრო გამოუდის?
თამაზი
09 იანვარი 2024 08:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული