"ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა, გოლი არ გაუტანია, ცხრა გაუშვა, სერია A-ში მეცხრე პოზიციაზე დაქვეითდა და ღრმა კრიზისში იმყოფება.
areanapoli იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანა ბრძანა - დღეიდან ფეხბურთელები პოცუოლის სასტუმრო Serapide-ში დაბინავდნენ და 13 იანვარს აუტსაიდერ "სალერნიტანასთან" საშინაო შეხვედრისთვის კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მოემზადებიან, რის შემდეგაც სუპერთასზე მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში გაემგზავრებიან.
გამოცემა იტყობინება, რომ "ნაპოლი" "უდინეზესგან" 21 წლის სერბ ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩს 20+5 მილიონ ევროდ შეიძენს და წლიურ გასამრჯელოდ 1.8-2
მილიონ ევროს დაუნიშნავს.
ნეაპოლური კლუბი, როგორც ჩანს, ვერ გადაიბირებს "ჯენოას" 21 წლის რუმინელ მცველ რადუ დრეგუშინს, რომლის ტრანსფერში "ბაიერნი" 30 მილიონს გადაიხდის.
ნეაპოლური კლუბი, როგორც ჩანს, ვერ გადაიბირებს "ჯენოას" 21 წლის რუმინელ მცველ რადუ დრეგუშინს, რომლის ტრანსფერში "ბაიერნი" 30 მილიონს გადაიხდის.
ეეხ, საწყალი ხვიჩა, ფინალამდე მაინც გადარჩეს, ან ჯუღელით რომ ჩაანაცვლოს, არაა?
ხო რა მოხდა მერე, რამხელა ღიპი მოიგდო, თან რაფრა მოსუქდა. არ იზავენ ვითამ?
ვიცით რომ ბევრი რუსეთუმე ხართ საქართველოში, მაგრამ თქვენსას აღარ გაგატანინებთ.