"ნაპოლი" ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა, გოლი არ გაუტანია, ცხრა გაუშვა, სერია A-ში მეცხრე პოზიციაზე დაქვეითდა და ღრმა კრიზისში იმყოფება.

areanapoli იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანა ბრძანა - დღეიდან ფეხბურთელები პოცუოლის სასტუმრო Serapide-ში დაბინავდნენ და 13 იანვარს აუტსაიდერ "სალერნიტანასთან" საშინაო შეხვედრისთვის კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მოემზადებიან, რის შემდეგაც სუპერთასზე მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში გაემგზავრებიან.

გამოცემა იტყობინება, რომ "ნაპოლი" "უდინეზესგან" 21 წლის სერბ ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩს 20+5 მილიონ ევროდ შეიძენს და წლიურ გასამრჯელოდ 1.8-2
მილიონ ევროს დაუნიშნავს.

ნეაპოლური კლუბი, როგორც ჩანს, ვერ გადაიბირებს "ჯენოას" 21 წლის რუმინელ მცველ რადუ დრეგუშინს, რომლის ტრანსფერში "ბაიერნი" 30 მილიონს გადაიხდის.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 30 /
ოც-ოცი როზგი მაგათ, დილა-საღამოს. მიბრძანებია!)))))))))))
ირაკლი პაპა
09 იანვარი 2024 09:50
0
გუნდი ყაზარმულზე გადაიყვანეს ეხლა იარაღი დაურიგონ და ბარემ საომრად გაუშვან სადმე. ოო შულერო ლავრენტ მაგას გიჯობს ჯიბეზე ხელი გაიკრა მწვრთნელს წესიერი ფეხბურთელები მოუყვანო და ხვიჩას "მაროჟნის" ფულზე რო არბენიებ და ოსიმენს 10 ლიმონს რო აძლევ ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები გამოასწორე და არ დაგჭირდება გუნდის ყაზარმულზე და კარანტინზე გადაყვანა ბებერო ძაღლო.
Cleopatra's Lover
09 იანვარი 2024 00:17
3
სულ ოფლის ღვრით აქვს ნაშოვნი
მავნე
09 იანვარი 2024 15:13
0
სხვისი ფულის დარიგება ადვილია
თამაზ
09 იანვარი 2024 11:12
2
ერთი ღამე მაინტერესებს და იქნებ ამიხსნას ვინმემ, კვარას კონტრაქტი აქვს როგორც ვიცი 2026 წლამდე, რანაირად უნდა წამოვიდეს ლავრენტას ნებართვის გარეშე? კონტრაქტს ხომ ვერ დაარღვევს?
გია პაპა
09 იანვარი 2024 01:08
2
არ არსებობს კონტრაქტი, რომლის დარღვევაც შეუძლებელია. ფულის ამბავია.
გიორგი
09 იანვარი 2024 15:45
0
კვარა მოხიე მაქედან დროულად
ქართველი
09 იანვარი 2024 09:35
3
ისედაც გაღიზიანებული ფეხბურთელებისათვის,ეს კიდევ უფრო ნერვების მომშლელი იქნება და შესაძლოა ღია ბუნტამდეც მივიდეს საქმე,ცალკეული ფეხბურთელებისაგან.შესაძლოა ეს დე ლაურენტისის გეგმებშიც შედის,რომ ამის შემდეგ,მათ შეახოცოს ხელები და ფანებს მათზე მიუთითოს,თუმცა ის,ცუგცვანგის მდგომარეობაშია და მისი ნებისმიერი ქმედება,კიდევ უფრო დაშლის ნაპოლის.ფეხბურთელებს,მისი აღარ სჯერათ და აღარც მომავალში დაუჯერებენ.მხოლოდ შიშით კი,უკმაყოფილებას,დიდი ხნით ვერ ჩაახშობ.ამოხეთქავს და მოძალადეს გადაიყოლებს.
სოსო
09 იანვარი 2024 01:00
2
"აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანა ბრძანა" ...ბრძანა მომეწონა ყველაზე მეტად!..აბა შენ იცი, იარაღის დარიგება არ დაგავიწყდეს... ეს არის სწორედ ლაურენტესის უბედურება - მონები იყიდე-გაყიდე. გაპრავებული მონათვაჭრობაა. ხვიჩამ უნდა გაასწროს გუნდიდან, ამ დე და ლაურენტესმა რამე შარს არ გადაჰკიდოს.
ბესო
08 იანვარი 2024 23:44
5
კარგი გადაწყვეტილებაა. მივესალმები. ნახავთ, რა კარგად ათამაშდება ხვიჩა, ასეთ "ყაზარმულ" რეჟიმში რომ მოემზადება.
ქ. გ.
09 იანვარი 2024 08:37
3
პრეზიდენტი უფროა ყაზარმულზე გადასაყვანი :))))
beqa
09 იანვარი 2024 14:02
0
მე დამნიშნეთ მწვრთნელად და ამ სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას მინიმუმ ნახევარფინალი ჩემზე იყოს თავისი ოციანით. დინამო თბილისის ფეხბურთელებს უფასოდ გადმოვიყვან და გპირდებით რომ ლავრენტა და მთელი ნაპლის ფანები ბედნიერები იქნებიან.
გელა ნუგზარიშვილი
09 იანვარი 2024 01:35
7
დიდი ამბავი,იქნებიან რამდენიმე დღე კომფორტულ სასტუმროშო ყველანი ერთად,ვარჯიშით ჩეულებრივ თავიანთ ბაზაზე ივარჯიშებენ.ესეც შენი "ყაზარმული"...თუ ეს უშველის საქმეს სეზონის ბოლომდე იყვნენ თუნდაც,მაგრამ ასე მარტივად რომ არ არის საქმე,საქმეც ესაა სწორედ...
რეზი
09 იანვარი 2024 00:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული