დიუსელდორფში კვარაცხელია "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდა - ეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან და მის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შესახვედრად გაფრინდნენ.

მიზანი კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებაა და მას წლიურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუმცა პსჟ მზადაა, ხვიჩას გაცილებით მეტი გადაუხადოს.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეხვედრა დიუსელდორფში შედგა, ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა, ეს მოლაპარაკებების მხოლოდ პირველი რაუნდი იყო, თუმცა ქართველმა "ნაპოლის"
მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, რაც კლუბის ხელმძღვანელობას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

ფიფას აგენტმა გაბრიელე ჩიონომ რადიო 1 Station-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველის წასვლის შანსი არსებობს, რამეთუ დიდი ევროპული კლუბი იწვევს და მისი შეცვლა ფედერიკო კიეზას შეუძლია.

"ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე კატეგორიულად მოითხოვს "კვარას" დატოვებას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მე ჯუღელის ადგილას მოვითხოვდი: 1.ხელფასის გაზრდა, ვთქვათ 5,5 მლნ-მდე; 2.ვინაიდან და რადგანაც ეს ხელფასი შარშანწინდელი თამაშით ეკუთვნოდა შარშანაც, ამიტომ რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ, ვთქვათ 5,5 მლნ - გამოვაკლოთ 1,5 მლნ, რაც აიღო შარშან, და ეს განსხვავება 4 მლნ მისცენ ცალკე, ხასგასმით, რომ შარშან ეკუთვნოდაო. ამ შემთხვევაში გაიგებს ყველა, რომ წუწურაკი და ჟმოტია ეს ლაურენტისი და მორალურად ხვიჩაც მაგრად იქნება.
alexandre
15:42 28-06-2024
0
ხვიჩა უნდა წავიდეს ნაპოლიდან, ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაკავოს, ეს ნაპოლის მაცხოვრებლები არიან, რომელთაც გულით უყვართ კვარა. თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ არც ლაურენტისის ღორული საქციელი არ გამოჰპარვიათ. კვარა წავა პსჟ_ში, მოიგებს ლიგას, მერე გადავა რეალში, იქაც მოიგებს ტიტულებს და დაუბრუნდება ბოლოს ნაპოლის, ეს იქნება მათზე პატივის მიგება.
ბადრი
14:16 28-06-2024
1

სიახლეები პოპულარული