ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი "ნაპოლიში" აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" 29 წლის პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი "ტორინოსთან" მატჩის შესვენებაზე შეცვალეს, "სალერნიტანასთან" შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანეს და საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასზეც არ წაიყვანეს.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ზელინსკიმ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ზაფხულში ნეაპოლურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უფასოდ შეელევა.

ამიტომ ზელინსკი, დიდი ალბათობით, ამ სეზონში "ნაპოლიში" აღარ ითამაშებს და ივნისში "ინტერში" გადაბარგდება.

ის "ნაპოლიში" "ემპოლიდან" 2016 წელს გადავიდა და მას შემდეგ 253 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი დამოკიდებულების მერე კიდევ უკვირთ გუნდი რომ მძიმე კრიზისშია. სანამ ეგ კაცი მანდ არის, ნაპოლის საშველი არ იქნება
ხათუნა
20:34 16-01-2024
1
ზაფხულამდე რომელიმე სუსტ გუნდში გაუშვებს იჯარით.
ქ. გ.
03:57 16-01-2024
0

სიახლეები პოპულარული