გადაყენებული ჟოზე მოურინიოს ნაცვლად "რომას" მწვრთნელად 40 წლის დანიელე დე როსი დანიშნეს, - ამის შესახებ რომაული კლუბი იტყობინება.
დე როსის კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს და თუ გუნდმა შედეგები გააუმჯობესა, მასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.
დე როსიმ "რომას" რიგებში 616 მატჩი ჩაატარა, ორჯერ გახდა თასის და ერთხელ სუპერთასის მფლობელი. ის 2021 წელს იტალიის ნაკრებში რობერტო მანჩინის თანაშემწედ დანიშნეს, ხოლო 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე "სპალის" თავკაცი იყო.