"ნაპოლიმ" ბელგიელი ნახევარმცველი შეიძინა

AutoSharing Option
პასკუალე მაცოკისა და ჰამედ ტრაორეს შემდეგ, ნეაპოლურმა კლუბმა იანვარში მესამე ტრანსფერი განახორციელა - "ვერონას" 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი დაიმატა.

"ნაპოლი" ტრანსფერში საერთო ჯამში 20 მილიონ ევროს გადაიხდის, ნგონჟი კი ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ნგონჟი ბელგიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ის "ნაპოლის" საუდის არაბეთში მიმდინარე იტალიის სუპერთასზე შეუერთდება.

ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა, მარცხნივ თამაში თუ შეუძლია
OsimheN1
14:48 20-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული