ფინალის დღე! ხვიჩა VS ლაუტარო - ვინ აღმართავს იტალიის სუპერთასს?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" და თასის მფლობელი "ინტერი" ერთმანეთს სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან - დღეს, 22 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, "ალ-ავალ პარკზე", ჩვენი დროით 23:00 სააათზე. მილანელების მიზანი ზედიზედ მესამე Supeecoppa-ს მოგება და საერთო რაოდენობით (9) "იუვენტუსთან" გათანაბრებაა, ნეაპოლელებს კი ამ ტიტულის დაუფლება მესამედ შეუძლიათ.

Sportall.Ge

3-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა ვალტერ მაცარის გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა; "ფიორენტინასთან" ჯერ სიმეონემ გაიტანა, შეცვლაზე შესულმა ძერბინიმ კი დუბლი შეასრულა და "ნაპოლი" ფინალშია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი იდეალურ ფორმასა და ხასიათზე არაა და Supercoppa Italiana-ზე წარმატება "ლაციოსთან" ჩემპიონატის მატჩის წინ,
რომელსაც ქართველი ლეგიონერი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, მშვენიერ განწყობაზე მოიყვანს.

"ინტერის" თავკაცი სიმონე ინძაგი სათასო სპეციალისტად მიიჩნევა და მაცარის ბიჭებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ. ლაუტარო მარტინესს ზედიზედ მეოთხე სეზონია, მინიმუმ 20 გოლი გააქვს, მსგავსი მიღწევით კი სალაჰი, მბაპე და კეინი თუ დაიკვეხნიან. გამორჩეულები არიან ჩალჰანოღლუ და ტურამიც.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია "ფიორეს" შემდეგ "ინტერსაც" მეოთხედ დაუპირისპირდება. შედეგიანი მოქმედება არც მათთან აქვს, ისე კი, ერთი მოგება და ორი მარცხი უფიქსირდება.

შეხევდრას რაპუანო განსჯის. ნეაპოლელებს მწარედ ახსოვთ, რომ გასულ სეზონში ის "მილანთან" საკუთარ მოედანზე მათი განადგურებისას (0:4) მსაჯობდა, ისე კი, ანტონიოსთან ბევრი წარმატებული მატჩიც აკავშირებთ.

altlmattino: კვარაცხელია გადაღლილია და შეიძლება "ინტერთან" მატჩში სათადარიგო იყოს

altკვარაცხელიასთვის ეს ახლა ძალიან რთულია... - "ინტერთან" გამორჩეულ ხვიჩას ველით!

მკითხველის კომენტარები / 28 /
დღეს მოვიგებთ!
მოვიგებთ!
ხვიჩუკა, გენაცვალე, ჩაატარე შენებური და დაგვიბრუნე სიხარული!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
22 იანვარი 2024 18:43
0
ნეტავი ჩვენმა ოქროს ბიჭმა დღეს კარგად ითამაშოს და ტიტული მოიპოვოს!!!!!!!!!! ხვიჩა მუდამ შენს გვერდით ვართ, როგორც იტალიის ჩემპიონობის ისე დროებითი ჩავარდნის დროს!!!!!!!!!!!!!
Pepelu
22 იანვარი 2024 18:25
0
ხვიჩას წარმატებაზე ზოგიერთ ქართული გვარის მატერებელს, რომ ელეთ-მელეთი მოსდით ეს სიბოროტით კი არაა, არამედ ჯიშში გვიდევს ქართველებს, ანუ საკუთარის, ქართულის არდაფასებისა და არ შემჩნევის ნიჭი ძალიან დიდი ზომით მოგვმადლა უფალმა, ამიტომ ამისათვის ისინი კი არ უნდა გავკიცხოთ, არამედ უნდა შევიცოდოთ, და ვილოცოთ მათ გამოსწორებაზე.
ჟორა გაბრიჭიძე
22 იანვარი 2024 11:17
7
გადავა ახლო მომავალში კვარა რომელიმე ევროპულ გრანდში მერე ნახავთ თუ როგორ ათამაშდება. აბა შეადარეთ ინტერის სასტავი და ნაპოლის ერთმანეთს.
მაგ სასტავით ინტერში ალბათ მეც გავიტანდი გოლებს.
მალხაზ ჯობავა
22 იანვარი 2024 09:57
7
უგვანო სანაია-გვარამიას ასევ უგვანო მიმდევრებს ჩვენი ოქრო ბიჭის,ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ შურ-ბოღმის მარაგი ნეტა როდის ამოეწურებათ?....
კოლხიდელი
21 იანვარი 2024 23:03
23
როგორ მეცოდებით ეს პოლიტიკურად ანგარიჟებული ხალხი,რასაც ჩაგძახებენ იმას რო იმეორებთ.
თემო
22 იანვარი 2024 08:18
3
ამ ტოტალიზატორში ბოდიალა ხალხის მიკვირს წინასწარ ანგარიშებს რომ წერენ და თან ამტკიცებენ რომ ეს ასე იქნება. დღეს აგერ ბავარიამ სახლში 0-1 წააგო და ალბათ ესეც გეცოდინებოდათ. ასე რომ არავინ არ იცის ვინ მოიგებს თასს. ვიცით ბატონო რომ ინტერი უკეთეს ფორმაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის აუცილებლად მოიგებს. კიდევ შტერ ტოტალიზატორში მოთამაშეებს მივუბრუნდები. ყოველთვის ფავორიტი გუნდი რომ იგებდეს, მაშინ თქვენ მილიონერები იქნებოდით და კანტორები ღარიბები. ან საერთოდ არ იარსებებდნენ.
დავით 67
21 იანვარი 2024 22:48
3
ამ კრეტინებს, ამდენი დრო სწავლისთვის, რომ დაეთმოთ აკადემიკოსები თუ არა პროფესორები გახდებოდნენ.
ჟორა გაბრიჭიძე
22 იანვარი 2024 11:22
0
კვარა ჩაგიტარებთ ხვალ გაკვეთილს არაფრის მაქნის ბოღმიან "კლავიატურის ლომებს"!
მეშინია,გულები არ დაგისკდეთ...
კოტე
21 იანვარი 2024 20:57
18
რომ გამოჭიმეთ კვარა ლაუტაროს წინააღმდეგ, სხვაობა ცა და დედამიწა
gega
21 იანვარი 2024 20:45
13
ნუ რა თქმა უნდა ინტერი
RAI UNO
21 იანვარი 2024 19:53
5
"იცინის ის,ვინც ბოლოს იცინის"...
კოტე
21 იანვარი 2024 18:56
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული