როგორც იცით, "ნერაძურიმ" "პარტენოპეის" იტალიის სუპერთასის ფინალში სწორედ არგენტინელის მიერ ზუსტად შესრულებული ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლია.
ფინალამდე მილანელებს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდზე დასვენებისთვის ერთით ნაკლები დღე ჰქონდა, რაზეც შეხვედრის შემდეგ ლაუტარომ ყურადღება გაამახვილა:
"ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას გვესმოდა, რომ დღევანდელი დღე სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. იტალიის თასიდან გამოვვარდით და დღეს გამარჯვება ძალიან ფასობდა.
ძალიან რთული იყო, რადგან დასასვენებლად 1 დღით ნაკლები გვქონდა. ვიბრძოლეთ და ახლა
მარტინესის ამ განცხადებას ჯულია სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი მალევე წაშალა.
როგორც იცით, ჩოპინის მეუღლე ჯოვანი სიმეონე მსაჯმა ანტონიო რაპუანომ მე-60 წუთზე გააძევა და ზოგადად, "ნაპოლი" რეფერის გარჯით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
"რა თქმა უნდა, მარტივი არ არის მოგება, როდესაც 1 დღით ნაკლებს ისვენებ, მაგრამ როდესაც მსაჯი შენს მხარესაა, ვიტყოდი დიახ, ეს შესაძლებელია!", - დაწერა ჯულიამ სოციალურ ქსელში.
ამიტომ, მართალია, ინტერი ძლიერი გუნდია ევროპაშიც და ეკუთვნოდა ჩემპიონობა, მაგრამ ამ ტენდენციური მსაჯობის შემდეგ აღარ ეკუთვნის. ე.ი. ინტერს ეკუთვნის თასი, მაგრამ არ ეკუთვნის