დე ლაურენტისი: ოსიმენთან დაკავშირებით გეგმა მაქვს - ზილენსკის აგენტმა ფულის სუნი იგრძნო

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენის, ჟოზე მოურინიოსა და პიოტრ ზილენსკის შესახებ "მუნდო დეპორტივოსთან" ისაუბრა:

"ოსიმენი ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა "რეალში", პსჟ-ში ან პრემიერლიგის კლუბში გადასვლას. ეს შესანიშნავად ვიცოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ასეთი ხანგრძლივი არ იქნებოდა. შემდეგ ნაბიჯზე გადაწყვეტილება უკვე მივიღე, რომელიც სეზონის დასასრულს განხორციელდება. გეგმა მაქვს და ვიცი, რა მინდა გავაკეთო.

მოურინიო ჩვენს გეგმებში არ შედის. მიუხედავად დარხეული ხმებისა, ეს არასოდეს არ იყო შესაძლებელი. თუმცა, ვფიქრობ, მისი მომავალი იტალიაში არაა.

ზილენსკი შესანიშნავი ბიჭია, "ნაპოლიში" რვა წელი
გაატარა და მგონია, ისტორია დასასრულს უახლოვდება. თუ დარჩენა უნდა, დავიტოვებთ, მაგრამ წასვლა სურს, რადგან მისმა აგენტმა ფულის სუნი იგრძნო და პიოტრი გუნდის გამოცვლაში დაარწმუნა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ავტორ, ზილენსკი ვინაა?
2
ჰოდა, შე ყოვლად ფულის სუნს გაკიდებულო, ნაპოლიში ამხელა სტაჟის და დამსახურების ფეხფურთელს რო მოსთხოვ ახალი კონტრაქტი თუ გინდა ხელფასი დაიკელიო-საერთოდ რაღაზეა ლაპარაკი უმადურ კაცს ასე დაემართება ყოველთვის
სოსო
10:11 27-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული