"დე ლაურენტისმა კლოპს დაურეკა და მწვრთნელობა შესთავაზა, იურგენმა უთხრა, რომ..." - Il Mattino "ლივერპულის" დამრიგებლის მოამავალზე

AutoSharing Option
იტალიური Il Mattino იურგენ კლოპის "ლივერპულიდან" აბარგების ამბავს ეხმაურება და წერს, რომ ის შესაძლოა, "ნაპოლის" მწვრთნელობის კანდიდატი იყოს.

როგორც იცით, გერმანელმა აღნიშნა, რომ დასვენებას აპირებს, მაგრამ ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ეს შესაძლოა გადაიფიქროს.

"მანამდე ვიდრე, "ნაპოლის" მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გახდებოდა, აურელიო დე ლაურენტისმა იურგენ კლოპს დაურეკა და გუნდის ჩაბარება შესთავაზა, რაზეც მან მიუგო, რომ გერმანიის დატოვება არ სურდა.

ნათელია, რომ ახლა მისი "ლივერპულიდან" წასვლის ამბავი ძალიან ბევრ გუნდს დააინტერ
ესებს. თუნდაც ეს შესაძლოა "ნაპოლიდან" იყოს?

გულშემატკივრები ამაზე უკვე ოცნებობენ, მაგრამ ეს ოპერაცია ძალიან რთულად შესასრულებელი იქნება.

კონტე მთავარი ფავორიტია, რათა "პარტენოპეი" ჩაიბაროს, მაგრამ არავინ იცის, იქნებ დე ლაურენტისმა კლოპს კვლავ დაურეკოს და კლუბის გაწვრთნა ისევ შესთავაზოს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
არასერიოზული ზარი იყო
გურგენ კლოპავა
28 იანვარი 2024 00:48
1
ხვიჩა ჯობია წავიდეს ან ნაპოლი გაძლიეროს სპალეტიმ ცენტრალური მცველი არ უვარგა არც მარცხენა დაცვა.ოსიმენიც წავა
ბექა მიგრიაული
27 იანვარი 2024 22:05
2
როდის მიხვდება,რომ თავისთავთან უნდა გაატაროს რეფორმა,ამდენი მწვრთნელების ცვლის ნაცვლად.
1
27 იანვარი 2024 18:26
1
ამას კლოპი სპალეტი ჰგონია. იმან დავისვენებო და ნაკრები ჩაიბარა. აურელიოს ფულის ხარჯვა არ უნდა და კლოპი კიდევ კუპონებზე არ იმუშავებს. ისე მაგრა მკიდია სექტემბრიდან ვინ გაწვრთნის ნაპოლის. არა მგონია ხვიჩა მანდ დარჩეს
ვანჩოპე
27 იანვარი 2024 17:15
3
ღადაობს ხოო? კაცი ლივერპულიდან მოდის. სამოთხიდან ჯოჯოხეთში წავა? არამგონია
მურთო
27 იანვარი 2024 17:13
2
საუთგეიტმა თუ კიდევ ვერაფერი მოიგო იდეალური იქნებოდა ინგლისის ნაკრებში,თუნდაც მოიგოს ევრო თვითონაც წავა მადლობებით და კლოპზე უკეთესს ვის ნახავენ,თავადაც თუ უნდა რათქმაუნდა!
sandrex
27 იანვარი 2024 14:36
3
ისეთი განცხადება გააკეთა კაცმა,ახლა ერთი წელი რომ არ დაისვენოს და პირდაპირ სადმე წავიდეს სირცხვილი იქნება,ნაკრებში შეიძლება!
sandrex
27 იანვარი 2024 14:32
0
სიაფანდი სტატიების ფანები ითხოვენ მეტ სიაფანდ სტატიებს. შემდეგი იყოს "მალდინი საქართველოს ნაკრებში"? და დაწერეთ ასე, რსტომ არ შეიძლება მალდინის მოწვევა ნაკრებში, კი ძნელინიქნება მაგრამ შესაძლებელი. დაადეთ მალდინის და კალაძის ძველი რამე ფოტო რესტორანში და შემოვა ხალხი წასაკითხად. ეს დაბლოკეთ ცხადია
C
27 იანვარი 2024 14:11
3
ჯერჯერობით არავინ იცის,დანამდვილებით არავინ არაფერი იცის.მკითხაობაა ეს ყოველივე...
მინდია
27 იანვარი 2024 14:02
0
ამ სათაურს ასეთი დასასრული მოუხდებოდა: იურგენმა უუთხრა, რომ შიგ ხომ არ ააქ.DDDDDDD
tobo
27 იანვარი 2024 13:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული