ნახევარმცველმა მატეო პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გააგრძელა.
აქამდე პოლიტანოს სეზონური გასამრჯელო 2.2 მილიონი იყო, ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი, 3.2 მილიონი (პლუს ბონუსები) იქნება.
calciomercato-ს ცნობით, 30 წლის პოლიტანოს "ალ შაბაბი" 3-წლიან კონტრაქტს და სეზონურ ანაზღაურებად 7 მილიონს სთავაზობდა, მაგრამ საბოლოოდ "ნაპოლიში" დარჩენა გადაწყვიტა, სადაც იმაზე დაახლოებით ორჯერ ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე საუდის არაბეთის კლუბში შეეძლო ჰქონოდა.
ის ნეაპოლურ გუნდში 2020 წელს "ინტერიდან" გადავიდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.