"ნაპოლის" მომავალ სეზონში ახალი ძირითადი მეკარე ეყოლება

AutoSharing Option
Il Roma იტყობინება, რომ დიდი ალბათობით, "ნაპოლის" მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის სერიოზულად გადახალისებას აპირებს და ეს მეკარესაც შეეხება. ალექს მერეტს კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, რომელიც გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რითაც ისარგებლებენ, რის შემდეგაც გაყიდიან.

"ატალანტასგან" იჯარით აყვანილი პიერლუიჯი გოლინის გამოსყიდვა 7 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა იმ პირობით, რომ ძირითადი მეკარის პოზიციაზე პრეტენზია არ ექნება.

"ნაპოლის" ნომერ პირველი მეკარე კი "ემპოლიში" განათხოვრებული 22 წლის ელია კაპრილე (სიმაღლე 191 სმ) გახდება. კაპრილეს იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში 2 მატჩი
აქვს ჩატარებული, ვერონაშია დაბადებული, მაგრამ მისი მამა ნეაპოლელია. ის გასული წლის ივნისში "ბარისგან" 7 მილიონად შეიძინეს, ამ სეზონში კი სერია A-ს 7 შეხვედრაში 9 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული