"აურელიომ სატრანსფერო კამპანია ჩააგდო" - მოჯი დე ლაურენტისს დასცინის

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილი სპორტული დირექტორი ლუჩანო მოჯი "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გასაკრიტიკებლად და ხანდახან დასაცინადაც კი მომენტს არ უშვებს. ის ამბობს, რომ ნეაპოლური კლუბის მფლობელი კარგი ბიზნესმენია, მაგრამ ფეხბურთის ბევრი არა გაეგება რა.

მოჯიმ ამჯერად "ნაპოლის" მფლობელის შესახებ Netweek Sport-ის ეთერში ისაუბრა: "მე "აძურის" ზამთრის სატრანსფერო კამპანია არ მომწონს. ოთხი ასეთი მოთამაშის (მაცოკი, ტრაორე, ნგონჟი, დენდონკერი) დამატება სრული ჩავარდნაა. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი აიყვანეს, რომლებიც თავიანთ გუნდებში სათადარიგოები იყვნენ.

მინდა ჩემი ხმა აურელიოს მივაწვდინო. ის ყოველთვის ცდება, როდესაც
სპორტულ საკითხებში ერევა. მისით, როგორც მეწარმით, აღფრთოვანებული ვარ. ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ საბანკო ანგარიშზე ფული არ შემცირებია. ეს ადვილი არაა, მაგრამ მუდამ შეცდომას უშვებს, როცა სპორტულ საკითხებში ერევა. მე შევეცდებოდი, სპორტული და ეკონომიკური ასპექტები ჰარმონიულად მომეყვანა ერთობლიობაში და წესრიგში".

მკითხველის კომენტარები / 3 /
კვარაცხელიას ხარჯზე მშვენივრად დაზოგა ფული!!!!
სოსო
02 თებერვალი 2024 12:27
0
დაასათაურეთ სურათი: მაფიოზი და ვაჭარი
ავლიპ ზურაბიშვილი
02 თებერვალი 2024 10:09
1
აბა რა ქანას ვაა ფული ხომ უნდა ? P
zura222
02 თებერვალი 2024 03:31
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული