"ნაპოლის" ფეხბურთელმა "ინტერში" სამედიცინო შემოწმება ფარულად გაიარა

AutoSharing Option
29 წლის ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი ამ სეზონში ისედაც არ ბრწყინავს, "მილანთან" მატჩი კი საერთოდ ჩააგდო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

29 წლის ზელინსკის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება. უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და ამიტომ ბოლომდე აღარ იხარჯება. Calciomercato-ს ცნობით, გუშინ დილით პოლონელი ისე წავიდა "ნერაძურიში" სამედიცინო შემოწმების გასავლელად, რომ ნეაპოლური კლუბი საქმის კურსში არ ჩააყენა.

ის "ინტერთან" მალე სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს დაუნიშნავენ, მისი აგენტი კი საკომისიოს სახით 4 მილიონს მიღებს.

ნეაპოლური
გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასული წლის ზაფხულში ზელინსკის საუდის არაბეთში გადაბარგების შემთხვევაში, "ნაპოლი" სატრანსფერო თანხას მიიღებდა, ხოლო ახლა, გუნდში 8 წლის განმავლობაში ასპარეზობის შემდეგ, მხარეები ერთმანეთს გულთბილად ვერ დაემშვიდობებიან, მით უმეტეს, პოლონელი იტალიაში კონკურენტ კლუბში გადავა.

დღეს "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას კიდევ ერთი ფეხბურთელი გაივლის, რომელსაც ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირებს - "პორტუს" 31 წლის ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ წუთას ზელინსკი გუნდისთვის მხოლოდ ზარალია, არავითარ შემთხვევაში ის სასტარტოში არ უნდა იყოს
13 თებერვალი 2024 13:41
1
Napoli interis konkurenti karga xans agar iqneba...daangria lavrentam gundi :(
L.J .
13 თებერვალი 2024 11:15
1
ეს არც მილათან უნდა ეთამაშებინათ და არც ბარსასთან უნდა ათამაშონ. მილანთან არც კი ითამაშა ხეირიანად, არადა ჭიპზე უნდა გამსკდარიყო რადგან მისი მომავალი გუნდის კოკურენტს ეთამაშებოდა.
მალხაზ ჯობავა
13 თებერვალი 2024 10:21
2
ზელინსკი
ლაურენტესმა გააწამა
ასე მგონია
თენგო
13 თებერვალი 2024 10:16
4
ცოტა გაიძვერები არიან პოლონელები
ლალუკა
13 თებერვალი 2024 09:57
1
ჭკვიანი კაცი! წარმატებები ზელინსკის!
ვასო
13 თებერვალი 2024 01:38
31

სიახლეები პოპულარული