"გეტყვით, რა არის "ნაპოლის" მთავარი პრობლემა... ამ გუნდს სჭირდება..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა იოლანდა დე რიცომ 1 Station Radio-სთან საუბარში "ნაპოლისა" და "მილანის" შეხვედრა შეაფასა. შეგახსენებთ, "როსონერიმ" "პარტენოპეის" ტეო ერნანდესის ერთადერთი გოლის წყალობით სძლია.

"მაცარიმ თქვა, რომ გუნდი ემზადებოდა ტეოს წინააღმდეგ თამაშისთვის, მაგრამ შეიძლება ერთი ფეხბურთელის შეცდომის გამო დაისაჯო?!

მაგალითად, "მილანმა" დაცვაში საოცარი შეცდომა დაუშვა, მაგრამ სიმეონემ ეს ვერ გამოიყენა, თუმცა გუნდი დაისაჯა შეცდომისთვის, რომელიც "აძურის" დაცვამ დაუშვა.

პრობლემა არ უკავშირდება მხოლოდ ოსიმენის არყოფნას, მთავარი პრობლემა ის არის, რომ გუნდში არ არის მისი სრულფასოვანი შემცვლელი, რომელიც სეზონში 10 გოლს მაინც გაიტანს.

მაღალი მიზნებისათვის მებრძოლ
გუნდს ასეთი მოთამაშე სჭირდება და ვნახოთ, რა მოხდება ოსიმენის დაბრუნების შემდეგ.

შეუძლია "ნაპოლის" ოთხეულში შესვლა? ბევრი ამბობს, რომ ეს სასწაული იქნება, მაგრამ სინამდვილეში შევხედოთ კალენდარს, სადაც დავინახავთ, რომ "ნაპოლის" შეუძლია სუსტ გუნდებს მოუგოს, ქულები დააგროვოს და ძლიერებთან 1 ქულა მაინც აიღოს. ამიტომ მათი აპრიორი ჩამოწერა არ შეიძლება", - თქვა იოლანდამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი Yურნალისტია!!!
tngh
18:32 13-02-2024
2
ამ ქალმა ჩემზეც თქვას რამე,ისეთ ფეხბურთს ვითამაშებ გაოგნდებით
ზურაბი
18:15 13-02-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული