ვითარება დაძაბულია. ოსიმენმა შეიძლება "ბარსასთან" ვერ ითამაშოს - მაცარის გადაყენება ემუქრება

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, "ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შეიძლება 21 თებერვალს "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

გამოცემის მტკიცებით, ნიგერიელი აფრიკის თასზე ასპარეზობის შემდეგ გადაღლილია, კუნთის პრობლემა აქვს და მწვრთნელს ვალტერ მაცარის არ უნდა გარისკოს.

გუშინ "ჯენოასთან" თავისი გუნდის შეხვედრას ვიქტორმა ტრიბუნიდან უყურა, ნეაპოლური კლუბის საიტი კი იტყობინება, რომ მან დღეს საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.

"გაძეტა დელო სპორტი" ირწმუნება, რომ "ბარსასთან" დამარცხების და ტურნირიდან გამოვარდნის შემთხვევაში, მაცარის გადააყენებენ და მას დიდი ალბათობით, მარკო ჯამპაოლო შეცვლის, რომელიც გასულ წელს
"სამპდორიადან" დაითხოვეს.

"კორიერე დელო სპორტი" აღნიშნავს, რომ გუნდში დაძაბული ვითარებაა. "ჯენოასთან" პირველი ტაიმის შემდეგ მაცარიმ მცველი ლეო ესტეგორი იმის გამო შეცვალა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და არ იყო გამორიცხული, კაცნაკლული დარჩენილიყვნენ. შესვენებაზე ამის შესახებ, როდესაც მწვრთნელმა ნორვეგიელს გასახდელში უთხრა, მან ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის თანდასწრებით.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საიდან ამდენი ფეხბურთ მცოდნე ისე მოხატავენ თამაშის სიუჟეტს მათი დადგმული გეგონება , თუ გინდათ უყურეთ თუ არა და ნუ, სხვა სპორტს მიაწექით
გიორგი
19 თებერვალი 2024 01:25
2
არ არის წელს ბარსა ის გუნდი ვინმე გადათელოს. შემადგენლობას თუ შევხედავთ, არც ამ მხრივაა რაიმე განსაკუთრებული, დახუნძლულია ვარსკვლავებითო ნაღდად არ ითქმის. მეტიც, ხვიჩასა და ოსიმენის დონის ფეხბურთელები არც ყავთ ფაქტიურად. ნაპოლისთან მიმართებით მეტად ბალანსირებულია, ასე თუ ისე დისციპლინირებულად თამაშობს და ბოლოსდაბოლოს მაინც ბარსაა. მიუხედავად ამისა თუ მაძარი ადექვატურობას გამოავლენს, ვიტყოდი რომ ნაპოლის რაღაც შანსები მაინც აქვს. პრობლემები აქვს ბარსასაც, ამდენი არა მაგრამ აქვს. ფორმიდან ამოვარდნილი ბავარია ვნახეთ, ლაციო კი არადა უკვე ბოხუმები ათრევენ. ასე რომ ეს ის შემთხვევაა რომ იტყვიან: ბურთი მრგვალიაო.
ამატაკი
18 თებერვალი 2024 23:16
3
აქ საკითხი ასე დგას- ბარსელონა ნაპოლის 2 მატჩის ჯამში "გადათელავს" თუ მხოლოდ "გადაუვლის" ?
მე პირადად ყველაზე მეტად მაინტერესებს რომ ხვიჩა რეალურ თავდამსხმელად თამაშობდეს და ბურთი ან ბურთებიც გაიტანოს.
Jango
18 თებერვალი 2024 21:42
8
ვინმეს გჯერათ, რომ ამ თამაშით ნაპოლი ბარსას მოუგებს?
ჰაჰა
18 თებერვალი 2024 21:34
9
გუნდს ერთ სეზონში,სამ მწვრთნელს რომ გამოუცვლი,ესე იგი,შენ არ ხარ აზრზე და შენ ხარ გასაგდები,გუნდიდან.სამი მწვრთნელის გამომცვლელი გუნდიც,წესით ლიგიდან უნდა გავარდეს.კიდევ ყოჩაღ ნაპოლის,გავარდნა რომ არ ემუქრება.
სოსო
18 თებერვალი 2024 21:30
2
ეს ისეთია შენთან რომ მოვიდეს ვინმე სახლში და გამოგაგდოს, მაგალითად იმის გამო რომ დღეს ონკანი დაგრჩა ღია ან ტელევიზორის გამორთვა დაგავიწყდა)) როდის ისწავლით კერძო საკუთრების პატივისცემას. ))
დავით67
19 თებერვალი 2024 16:10
0
კარგი მწვრთნელი არამგონია ამ გუნდის გაწვრთნას დათახმდეს, მაგრამ კარგი მწვრთნელით კი შეიძლება სიტუაცის შეცვლა
გოგა
18 თებერვალი 2024 20:57
1
ვამბობ რა, ამ დე ლაურენტისს გაგდებულ მწვრთნელებზე აქვს ერექცია:)))
pablo
18 თებერვალი 2024 19:44
2
ან კაცს რისთვის უხდიან ამხელა ხელფასს??
!!
18 თებერვალი 2024 19:37
3
გენაცვალეთ სპორტალ, საუკეთესოები ხართ
თემო
18 თებერვალი 2024 19:30
7

სიახლეები პოპულარული