ეს საინტერესოა - "ნაპოლის" შეიძლება შეთავსებითი მწვრთნელი ეყოლოს

AutoSharing Option
ყველა იტალიური სპორტული გამოცემა ირწმუნება, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონასთან" დამარცხებისა და ტურნირიდან გამოვარნის შემთხვევაში, "ნაპოლის" მწვრთნელ ვალტერ მაცარის გადააყენებენ და უკვე დაიწყეს მისი შესაძლო შემცვლელების შესახებ საუბრები.

ამ მომენტისთვის მთავარი კანდიდატი 55 წლის ფრანჩესკო კალცონაა. ის სხვადასხვა გუნდში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში "ნაპოლიში" ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. მას რეკომენდაცია ნეაპოლური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა გაუწია.

კალცონა იქამდე არასოდეს არ ყოფილა მთავარი მწვრთნელი და მისი ხელმძღვანელობით სლოვაკეთის
ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

თუ კალცონა შეთავაზებას დათანხმდა, სლოვაკეთის ნაკრებსა და "ნაპოლიში" ერთდროულად იმუშავებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეუფ, ავშენებულვართ და ეგ არი, შველებია ნაპოლის. ტრანსფერების მეფეა ლავრენტია.
მალხაზ ჯობავა
10:48 19-02-2024
0
ვინმე უფრო იაფადაც იქნება, კარგად დაძებნოს ლაურენტისმა
nika
10:43 19-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული