36 წლის მეკარე რუი პატრისიუს "რომას" დატოვება უნდა, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
პორტუგალიელს რომაულ კლუბთან კონტრაქტი ივნისში დაუმთავრდება და სხვა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგებას აპირებს.
რუი პატრისიუ "რომაში" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და იტალიურ გუნდში 129 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი სატრანსფერო ფასი 3.5 მილიონი ევროა.