"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის, ვალტერ მაცარის გადაყენება გადაწყვიტა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის თავკაცს, ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.

გამოცემის მტკიცებით, დე ლაურენტისი კალცონას მალე შეხვდება და ის ნეაპოლური გუნდის ჩასაბარებლად მზადაა.

სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაცია წინააღმდეგი არაა, კალცონამ შეთავსებით "ნაპოლიში" იმუშაოს. მისი "პარტენოპეიში" ოფიციალურად დანიშვნა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, "ნაპოლი" კალცონას კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გაუფორმებს და ის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მატჩში" უხელმძღვანელებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სეზონში მესამე მწრთნელი ცოტა ბევრი ხომ არ არის? ლავრენტას სასტავის გაძლიერება უჯობდა ამდენ მწვრთნელების ცვლას რა აზრი აქვს? ძალიან უღიმღამოდ თამაშობს ნაპოლი არავითრი ნაპერწკალი არ ჩანს.
G.LA
02:07 20-02-2024
0
დაადასტურა ლაურენტისმა,კალცონა არის ახსლი მწვრთნელი.
მირო
00:58 20-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული