"ლაციოს" სამი ფეხბურთელი გაუძევეს - "მილანმა" ძლივს მოიგო

AutoSharing Option
სერია A-ს 27-ე ტურში "მილანმა" რომში "ლაციოს" 1:0 სძლია.

მსაჯმა მასპინძელთა სამი ფეხბურთელი გააძევა - 57-ე წუთზე ლუკა პელეგრინი, 90+5-ე წუთზე ადამ მარუშიჩი, 90+7-ეზე კი მატეო გენდუზი.

გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ნოა ოკაფორმა გაიტანა. იქამდე, 78-ე წუთზე რაფაელ ლეაოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

"მილანი" 56 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "ლაციო" 40 ქულით მეცხრეზე.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რადგან 1:0 მოიგო, ე. ი. ძლივს მოიგო :))) ლოგიკა გაქვს მაგარი ავტორ, ბარემ ისიც დაგეწერა, ლაციოს სამი ფეხბურთელი იმიტომ გაუძევა, რომ მილანის მოგება უნდოდაო :)))
მილანელო
23:09 02-03-2024
0
მე მსაჯსაც წითელს მივცემდი.
გია
12:46 02-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული