"ინტერი" - "ნაპოლი" ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე უშვებს - ვგულშემატკივრობთ ლეგიონერებს!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩები მოახლოვდა და მანამდე, ბოლო უქმეებზე, ქართველი ლეგიონერების შეხვედრებს უფრო მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით ვაკვირდებით. ჩვენებურებს უვნებელ და წარმატებულ შაბათ-კვირას ვუსურვებთ!.. ცენტრალური შეხვედრა მილანში ჩატარდება, სადაც "ინტერი" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება, ფაქტობრივად, ევროპულ საკლუბო ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე გაუშვებს - დღეს, 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე.

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობნენ და აქ კრიზისი, რაც ამ ტურნირზე წარუმატებულ ასპარეზობას უკავშირდება, გრძელდება. სიმონე ინძაგის "ინტერისგან" მეტს ელოდნენ, მაგრამ ასე არ გამოვიდა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან" მილანელთა მწვრთნელის
გადაწყვეტილება, რაც მცველების ნაადრევ შეცვლას უკავშირდებოდა, მკაცრად გააკრიტიკეს.

საშინელ ხასიათზეა სერია "ა"-ში 23 გოლის ავტორი ლაუტარო მარტინესი, რომელიც გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის დროს აშკარად ნერვიულობდა...

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონატში ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა და უკვე 10 გოლი (4 საგოლე პასთან ერთად) აქვს. "კვარა" კარში ყველაზე ხშირად (35) ურტყამს.

"ინტერი" და "ნაპოლი" ერთმანეთს ბოლოს ცოტა ხნის წინ, სუპერთასის ფინალში შეხვდნენ, სადაც მილანელებმა (1:0) იმარჯვეს. პირველ წრეში "მარადონაზე" მასპინძელთა უშანსო მარცხი (0:3) ვიხილეთ. "ჯუზეპე მეაცაზე" ნეაპოლელებმა გასულ სეზონში ასევე გატანის გარეშე (0:1) წააგეს.

"ინტერის" მარცხისა და ხასიათის გაფუჭების შემდეგ კალცონას გუნდის შანსები უფრო ამაღლდა. პარალელურად, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს იტალიურ ასპარეზზე არ წაუგია და იმედი აქვს, ამ სერიას გააგრძელებს. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი უკვე ოცნებას ჰგავს, რომელიმე ევროტურნირზე გასვლა კი უფრო რეალურია...

შეხვედრას 40 წლის ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც ბოლო პერიოდში ნეაპოლელთა ორ მატჩს მოემსახურა - "ფიორენტინასთან" სუპერთასზე (3:0) მოგებულსა და "რომასთან" ჩემპიონატზე (0:2) წაგებულს.

რითი დაგვამახსოვრდა ეს უკანასკნელი დაპირისპირება? არბიტრმა მოედნიდან პოლიტანო და ოსიმენი გააძევა. იმედია, ახლა სხვა ხასიათის მატჩს ვიხილავთ!..

altყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ ჯერ კიდევ პირველია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ნაპოლი მოიგებს 3-1; 2 გოლს გაიტანს კვარა.
სიმართლეX
17 მარტი 2024 19:04
3
ინტერი დღეს 7-1 მოიგებს. ნაპოლიდან რუი გაიტანს.
ხვიჩას 55 წუთზე შეცვლიან
zura222
17 მარტი 2024 16:42
17
ნაპოლის და კვარას ერთი კაი თამაში აქვს ჩასატარებელი იმედია ეს თამაში იქნება დუბლი კვარა დუბლი
saoxhe
17 მარტი 2024 10:46
4
დუბლი რატო ბარემ ჰეთ თრიკი. ჩემი აზრით ძაან მცირე შანსი აქვს რომ ნაპოლიმ ინტერს გაუტანოს საერთოდ, ჩემი აზრით დროზე უნდა მოშრდეს მაგ ჭაობს
სიმართლე
17 მარტი 2024 11:24
0
..მორიგი იმედგაცრუება გელოდებათ, თუმცა ამას რა დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენი ილუზიები ხომ 9-ზე მეტ სიცოცხლეს და კატასავით ფეხებზე დახტომის უნარებს ფლობს :D
mexicidan
16 მარტი 2024 20:14
19
გამოგიშვეს?
ფეოლა
17 მარტი 2024 15:47
2
SOSO- იას!ეგ ,,მეჯდუნოგი" რაღა იყო ჰაა?..
ალექსანდრო
16 მარტი 2024 14:46
5
ამდენი წაუგებელი თამაშის მერე ინტერმა პირველად წააგო, არაა გამორიცხული მეორეც მიაბას, ხშირად ხდება მასე.
ttt
16 მარტი 2024 14:37
4
ინტერს აქ დასამტკიცებელი არაფერი აქვს, ისე მარტივად იგებს, როგორც შარშან ნაპოლიმ მოიგო. შანსებს რაც შეეხება, უფრო სურვილივითაა, მაგრამ ცუდ ხასიათზე როა გუნდი, ამის გამოყენება შეიძლება
ბუჯანგას
16 მარტი 2024 12:04
2
რაღა ახლაა ინტერთან თამაში,სანაკრებოს წინ...მეშინია ლიგიდან გავარდნით დაბოღმილებმა კვარა არ დაამტვრიონ...
Master
16 მარტი 2024 11:49
3
გაიპარსე, არ გიხდება.
ულვაშებიან ქათამს
17 მარტი 2024 15:54
0
ნუ გეშინია ღრმად ისუნთქე
ულვაშებიანი ქათამი
16 მარტი 2024 12:54
6
კალცონას გუნდის შანსები როგორ ამაღლდა? იქნება ახსნათ..გამწარებული ინტერი კარგ დღეში ჩააგდებს დანგრეულ ნაპოლის?...კიდევ ერთხელ შეცდება დაამტკიცოს რომ ეს წაგება უიღბლობა იყო მეტი არაფერი..და საცოდავ ნაპოლის არ დაინდობს...
ბუჯანგა
16 მარტი 2024 11:44
7
ინტერის მხარეზე ვარ, რადგანაც არგენტინა მიყვარს და აქედან გამომდინარე ლაუტარო მარტინეს ვგულშემატკივრობ!
ნათია
16 მარტი 2024 11:44
36
ნათია-ს
აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს თქვენთვის და ვერ აგიკრძალავენ.
მესმის, რომ ქალური ლოგიკა ცოტა განსხვავებულია, მაგრამ შეეცადეთ, გაგვიგოთ ჩვენც. :)
ამბობთ, ინტერს იმიტომ ვგულშემატკივრობ, რომ არგენტინა მიყვარსო. ამ დროს, ინტერის მოწინააღმდეგე გუნდში ქართველი თამაშობს და გამოდის, ქართველზე მეტად, არგენტინელს გულშემატკივრობთ. ხომ სწორედ ვმსჯელობ? :)
ადამიანს ვინ უყვარს და ვის გულშემატკივრობს, მისი გადასაწყვეტია. უბრალოდ, მოგვეცით უფლება, რომ თქვენს მსჯელობებში ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები დავინახოთ. :))
კოლა
17 მარტი 2024 12:58
0
მე არ მიხსენებია, არგენტინა საქართველოზე მეტად მიყვარს,რასაკვირველია საქართველო ჩემთვის პირველია! არგენტინის ნაკრების ქომაგი ვარ და აქედან გამომდინარეა ჩემი პოზიციაც. ყველას ხომ გვყვავს ჩვენი საყვარელი გუნდი, გამორჩეული ფეხბურთელი, ხოდა უფლება დამიტოვეთ, მეც ჩემი აზრი გამოვთქვა.
ნათია
16 მარტი 2024 18:49
10
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული