"მინდა, აქ რაღაც მნიშვნელოვანი მოვიგო" - ლეაო "მილანში" თავის მომავალზე

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში "მილანმა" გასვლაზე რაფა ლეაოს ბრწყინვალე თამაშის წყალობით "ფიორენტინა" 2:1 დაამარცხა. პორტუგალიელმა კი შედეგიანი გადაცემა და გოლი მიითვალა.

24 წლის ფეხბურთელმა თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "როსონერიში" თავს ძალიან კარგად გრძნობს.

"მილანთან" კონტრაქტი მაკავშირებს. ჯერ არ ვიცი ჩემი მომავალი, მაგრამ "როსონერი" ჩემი სახლია. ეს გუნდი განვითარებაში ძალიან დამეხმარა და მსურს, რომ "მილანის" მაისურით რაიმე მნიშვნელოვანი ტურნირი მოვიგო", - ციტირებს ლეაოს ფაბრიციო რომანო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იგებს, აგებს, კარგად თამაშობს, ცუდათ მაინც იცინის აი ამაში მიბაძე ხვიჩა არ უნდა დაიძაბო მიუხედავათ პრობლემებისა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული