Tuttonapoli: ოსიმენი 10 მილიონს იღებს, გოლების გატანის უნარი კი არ აქვს

AutoSharing Option
Tuttonapoli-მ "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ხელფასის მომატების მიუხედავად, შედეგიანობით ვერ გამოირჩევა.

წელიწადში 10 მილიონს იღებს - გოლები კი ტოპ 5-ის გუნდებთან ვერ გაიტანა

"ვიქტორ ოსიმენს რთული პერიოდი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული აქვს. ნიგერიელის გარემოცვამ ბევრი ინფორმაცია გაავრცელა ფეხბურთელის საუდის არაბეთში შესაძლო გადაბარგების შესახებ, მაგრამ  მოგებული სკუდეტოს მთავარი გმირი მოპოვებული ბომბარდირის ტიტულის შემდეგ "ნაპოლიში" დარჩა.

ვიქტორთან კონტრაქტის გაგრძელების ხანგრძლივი მოლაპარაკებები 2023 წლის 23 დეკემბერს გასამრჯელოს 10 მილიონ ევრომდე გაზრდით დასრულდა. ხელშეკრულება 2025 წლამდე გაუგრძელეს, რათა ზაფხულში
მისი გაყიდვა მშვიდად დაგეგმონ.
ოსიმენი ერთი პერიოდი ტრავმირებული იყო, მერე აფრიკის თასზე მიიღო მონაწილეობა და გოლების გატანა უჭირს. ფაქტი სატურნირო ცხრილის პირველი ხუთეულის გუნდებთან თავის გამოჩენის უუნარობაზე მეტყველებს - "ინტერის", "მილანის", "იუვენტუსის", "ბოლონიას" და "რომას" კარი ვერ დალაშქრა. ამას გარდა, "იუვენტუსთან" პენალტი ვერ გამოიყენა".

მკითხველის კომენტარები / 13 /
გაჩემპიონების მთავარი შემოქმედი ეს კი არა ხვიჩა იყო, თავისი პირველი დღიდან იმისთანა მუხტი შეიტანა რომ ყველა თავისი შესაძლებლობის ზღვარზე ათამაშდა სპალეტის ხელმძღვანელობით, 100% ია ხვიჩა რომ არ გადასულიყო ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდებოდა
მიხო
19:22 01-04-2024
3
ჩვენ ძვირფას ფეხბურთელებს მადლობა! ყველა მაგარია. არცერთს არ დავუკარგავ არაფერს :) მარა ეს მუხტი, ხვიჩამ ნაკრებშიც და ქვეყანაშიც შემოიტანა. ჩემპიონობის მუხტი და ხალისი, სიყვარული საკუთარი საქმისადმი ფეხბურთში. ეს გადაედო ყველას, ყველამ ირემუნა რომ ერთად გამოუვათ. ასეთი მაგალითები გადამდებია! ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვირწმუნოთ ერთმანეთის შესაძლებლობების ყველამ ☀️
1

სიახლეები პოპულარული