საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში "ნაპოლის" მომავალზე ისაუბრა:
"ნეაპოლურ გუნდს მწვრთნელი კალცონა დატოვებს, რადგან დადებითი შედეგები ვერ აჩვენა და თანაც, ორ ადგილზე ერთდროულად მუშაობა არ შეიძლება. დიდი ხანია იმედი მქონდა, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდოდა, რადგან მაშინ დე ლაურენტისი იფიქრებდა, რომ მისმა მეთოდებმა გაამართლა, მიზანს მიაღწია და მომავლშიც ერთპიროვნულად გადაწყვეტდა ყველაფერს.
პრეზიდენტს ყოველთვის მადლობას გადავუხდი კლუბის ეკონომიკური მართვისათვის და სკუდეტოს მოპოვებისთვის, მაგრამ გუნდს თავი უნდა დაანებოს. სპორტული დირექტორის პოსტზე ტარესა და მასარას
შორის პირველს ავირჩევდი, ვინაიდან უფრო გამოცდილია. თუმცა კითხვა იბადება - მისცემს კი დე ლაურენტისი ვინმეს დამოუკიდებლად საქმის კეთების საშუალებას? ჩემს აზრს გეტყვით, პირადად მე მალდინის და პიოლის გადმოსაბირებლად არაფერს დავიშურებდი".