დე ლაურენტისი გაგვაოცებს - ახალ მწვრთნელს სერია C-ში მიაკვლია

AutoSharing Option
მომავალ სეზონში "ნაპოლიში" სერიოზული ცვლილებები მოხდება - მაურო მელუზოს ნაცვლად სპორტულ დირექტორად ჯუზეპე მანას დანიშნავენ, რომელიც ამჟამად "იუვენტუსში" მუშაობს და გადასაწყვეტია მწვრთნელის საკითხი.

ფრანჩესკო კალცონას წასვლა გადაწყვეტილია და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელს ეძებს. areanapoli La Repubblica-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ლაურენტისმა შეიძლება ყველა გააკვირვოს. ის ანტონიო კონტეს, ალბათ, ვერ დაითანხმებს, ისევე, როგორც ვინჩენცო იტალიანოს და დავიდე პოსანცინის დანიშნავს.

პოსანცინი 48 წლისაა, ფეხბურთელობისას თავდამსხმელი იყო, შემდეგ "შახტარში" რობერტო დე ძერბის თანაშემწე გახლდათ, რომელთან ერთადაც დონეცკური გუნდი უკრაინაში რუსეთის
მიერ ომის დაწყებისთანავე დატოვა. 2022 წელს "ბრეშიას" ჩაუდგა სათავეში, მაგრამ გუნდის ზედიზედ ორი წაგების მერე გადააყენეს. 2023 წელს სერია C-ს "მანტოვა" ჩაიბარა, რომელიც ახლა ლიდერია და დიდი ალბათობით, სერია B-ში გადავა.

აღნიშნულია, რომ "ნაპოლის" მფლობელი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეეცდება, თუმცა გუნდის მართვაში კვლავაც მიიღებს მონაწილეობას.



მკითხველის კომენტარები / 11 /
შემდეგ სეზონში ნაპოლის მწვრთნელი იტალიანო გახდება, ფიორესნტინას ამჯამნიდელი მწვრთნელი. საიდან მოიტანეთ სერია ც ))
dato
04 აპრილი 2024 13:12
1
რამდენი იარა და იბრძოლა სერია A-ში და B-ში, მაგრამ ვერ ნახა თავის შესაფერისი. ისა და სულ რამდენი სერიაა იტალიაში? :)))
სერია ბ/1ც
04 აპრილი 2024 09:28
0
გეგუჩაძე წაიყვანოს ბარემ მაგას აჯობებს მგონია
Dato
04 აპრილი 2024 09:11
0
ვერ ხაითანხმებს,მაგას 4400€ უნდა თვეში და ლავრენტას 3600 მეტის გადახდა არ სურს
Levani
04 აპრილი 2024 02:22
0
კრისტალ ბეთის ჩემპიონატზეც შემოირბინოს ლავრენტამ იქნებ იაფად რამეს წააწყდეს ეგ წუწურაქი.
G.LA
03 აპრილი 2024 22:47
4
ტიპმა ერთხელ მოიგო ჯეკპოტი კვარას შეძენით, რომელმაც სკუდეტო მოაგებინა, და ახლა ფიქრობს რომ იაფფასიანი მწვრთნელებით და ფეხბურთელებით ისევ ტოპ ოთხეულში იქნება... სკრუჯი.
ქუთაისელი
03 აპრილი 2024 21:33
1
ლაურენტისისთვის ყველაზე კარგი მწვრთნელი ის იქნება, ვინც ნაკლებ ხელფასს მოსთხოვს.
იგივე - მუქთა იყის, კუბო იყოს.
კოლა
03 აპრილი 2024 19:50
4
ტიპი რა დონის ჟმოტია, იაფ მუშახელს ეძებს და ემანდ, ტიფოზებმა არ გასვან სარზე
Zauri
03 აპრილი 2024 19:20
1
ეგ ერთი უბედურებაა, მაგრამ არა მთავარი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბოლო წინადადებაში წერია : აღნიშნულია, რომ "ნაპოლის" მფლობელი გუნდის მართვაში კვლავაც მიიღებს მონაწილეობას...აი ეს არის პრობლემა. ხვიჩა მაგ გუნდში ვერ გაიხარებს, მაგრამ თავად არ უნდა წასვლა და ჩვენ ვინ გვეკითხება...
ბესო
03 აპრილი 2024 21:47
1
სერია ც-დან მწვრთნელი არ ვიცი, მარა ამან თუ ასე გააგრძელა ნაპოლის კი ჩაიყვანს სერია ც-ში.დდდდდ
tobo
03 აპრილი 2024 19:06
1
რა გინდა, სამაგიეროდ ფულს დაზოგავს…
ლაშა
03 აპრილი 2024 18:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული