დე ლაურენტისი გაგვაოცებს - ახალ მწვრთნელს სერია C-ში მიაკვლია

AutoSharing Option
მომავალ სეზონში "ნაპოლიში" სერიოზული ცვლილებები მოხდება - მაურო მელუზოს ნაცვლად სპორტულ დირექტორად ჯუზეპე მანას დანიშნავენ, რომელიც ამჟამად "იუვენტუსში" მუშაობს და გადასაწყვეტია მწვრთნელის საკითხი.

ფრანჩესკო კალცონას წასვლა გადაწყვეტილია და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელს ეძებს. areanapoli La Repubblica-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ლაურენტისმა შეიძლება ყველა გააკვირვოს. ის ანტონიო კონტეს, ალბათ, ვერ დაითანხმებს, ისევე, როგორც ვინჩენცო იტალიანოს და დავიდე პოსანცინის დანიშნავს.

პოსანცინი 48 წლისაა, ფეხბურთელობისას თავდამსხმელი იყო, შემდეგ "შახტარში" რობერტო დე ძერბის თანაშემწე გახლდათ, რომელთან ერთადაც დონეცკური გუნდი უკრაინაში რუსეთის
მიერ ომის დაწყებისთანავე დატოვა. 2022 წელს "ბრეშიას" ჩაუდგა სათავეში, მაგრამ გუნდის ზედიზედ ორი წაგების მერე გადააყენეს. 2023 წელს სერია C-ს "მანტოვა" ჩაიბარა, რომელიც ახლა ლიდერია და დიდი ალბათობით, სერია B-ში გადავა.

აღნიშნულია, რომ "ნაპოლის" მფლობელი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეეცდება, თუმცა გუნდის მართვაში კვლავაც მიიღებს მონაწილეობას.



მკითხველის კომენტარები / 11 /
სერია ც-დან მწვრთნელი არ ვიცი, მარა ამან თუ ასე გააგრძელა ნაპოლის კი ჩაიყვანს სერია ც-ში.დდდდდ
tobo
19:06 03-04-2024
1
ლაურენტისისთვის ყველაზე კარგი მწვრთნელი ის იქნება, ვინც ნაკლებ ხელფასს მოსთხოვს.
იგივე - მუქთა იყის, კუბო იყოს.
კოლა
19:50 03-04-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული