ფრანგს "ლომბარდიელებთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ამჟამად სეზონურად 3,6 მილიონს გამოიმუშავებს. მაგალითად, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის რაფაელ ლეაოს ხელფასი კი 7 მილიონი ევროა.
გავრცელებული ცნობით, ახალ გასამრჯელოზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინფორმაციისთვის, "მილანში" მენიოს ერთ-ერთ შემცვლელად საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კიპერი გიორგი მამარდაშვილიც სახელდება.