როგორც იცით, ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით "ინტერში" გადავა და "ნაპოლი" მის შემცვლელად ჰამედ ტრაორეს მოიაზრებდა, მაგრამ მან იმედები ვერ გაამართლა.
კოტ-დივუარელი ნეაპოლურმა კლუბმა ექვსთვიანი იჯარით აიყვანა და შემდეგ მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია. თუმცა ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ტრაორეს ინგლისურ გუნდში დააბრუნებენ.
24 წლის ტრაორემ "ნაპოლიში" 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.