კონტემ დე ლაურენტისს ულტიმატუმი წაუყენა - საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია

AutoSharing Option
Il Mattino-ს მტკიცებით, დიდი შანსია, ანტონიო კონტე "ნაპოლის" ჩაუდგეს სათავეში.

გამოცემა წერს, რომ კონტემ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს იანვარში უარი განუცხადა, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა, ვინაიდან საზღვარგარეთიდან შეთავაზებები არ მიუღია, ხოლო იტალიის წამყვანი გუნდები მწვრთნელების შეცვლას არ გეგმავენ. ერთადერთი ცვლილება შეიძლება "იუვენტუსში"მოხდეს, სადაც მასიმილიანო ალეგრის გადაყენებას და მის ნაცვლად ტიაგო მოტას დანიშვნას აპირებენ.

აღნიშნულია, რომ კონტემ დე ლაურენტისს პირობები წაუყენა: იმისათვის, რათა "ნაპოლი" ჩაიბაროს, აუცილებელია სერიოზული პროექტი, შემადგენლობის გაძლიერება, სრული კარტ-ბლანში და სამწლიანი კონტრაქტი ყოველგვარი დათქმის გარეშე.

კონტე
წლიურ გასამრჯელოდ თითქმის 8 მილიონ ევროს, ტრანსფერებისთვის 200 მილიონს, სამწვრთნელო შტაბის სრულად თავისი კადრებით დაკომპლექტებას და ხელშეკრულების პირისსაგამტეხლოს გარეშე გაწყვეტის შესაძლებლობას მოითხოვს.

Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ რადიო Goal-ის ეთერში განაცხადა, რომ საკითხი გადამწყვეტ ეტაპზეა და კონტემ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სრული კონფიდენციალურობა სთხოვა.

თავის მხრივ, ფრანჩესკო კალცონა იმედს იტოვებს, რომ მიზერულ შესაძლებლობას გამოიყენებს, "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს და პოსტს შეინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული