"ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელი შეარჩია და მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ "ნაპოლიმ" "ლილის" თავდამსხმელის, ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

ვიქტორ ოსიმენი მალე "ნაპოლის" დატოვებს და მის შემცვლელად პრიორიტეტული კანდიდატი 24 წლის დევიდია.

გამოცემის მტკიცებით, კანადელი "ნაპოლიში" გადასვლაზე თანახმაა, რამეთუ სურს, სხვა ჩემპიონატში გააგრძელოს კარიერა და თანაც ნეაპოლური კლუბის პროექტს საინტერესოდ მიიჩნევს. აღნიშნულია, რომ გასულ კვირაში ფეხბურთელის აგენტები "ნაპოლის"  წარმომადგენლებს შეხვდნენ. დევიდი კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმებასა და სეზონურ გასამრჯელოდ 3 მილიონი ევროს მიღებაზე თანახმაა.

"ნაპოლი" მზადაა დევიდში 35 მილიონი გადაიხადოს, "ლილი" კი 50 მილიონს ითხოვს. ჯონათანი ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულებით
2025 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

ის "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიასთან ერთად თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რას უწუნებენ ქვილითაიას? რა არ მოსწონთ?
300 ევროდ დღესვე წაიყვანონ, თუ უნდაათ ხუთასში დაკლულ გატყავებულს გავატანთ. მეტი იაფად რა უნდათ? ბოლო ბოლო ორი კვირის წიწილა ღირს მაგდენი. ფაქტიურად დეკეულიათქვა უთხრათ, არ გავს სიარულში და კუნტრუში თუ?
კ ო მ ბ ლ ე
23:15 20-04-2024
1
ეს თუ ვინგერია და 40 თამაშში 23 ბურთი გაიტანა, შეტევის ცენტრში რომ გადავა, რამდენს გაიტანს კიდევ. D)))
ცხონებული ჩანტლაძის სკეჩი რომაა - საღოლ ძმაო, შენ თუ 18 წლისა ამდენს სვამ, 78 წლისა რამდენს დალევო . . . :))
გოგია
19:18 20-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული