"ცრუ და ცბიერი სპალეტი "ნაპოლის" წარუმატებლობაში პირველი დამნაშავეა" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ რადიო "კარპის" ეთერში "ნაპოლის" წარუმატებელ სეზონში მისი ყოფილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაადანაშაულა:

"სპალეტი "ნაპოლის" დაცემაში პირველი დამნაშავეა. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ გუნდს არ ტოვებენ. თავის გასამართლებელად ზღაპარი მოიგონა.

უკეთესი იქნებოდა, ეღიარებინა, რომ კარგი მუშაობისთვის მეტად პირობები არ ჰქონდა. ამის ნაცვლად კოლოსალური სიცრუის მიღმა დაიმალა - განაცხადა, რომ ქალაქის მიმართ დიდი სიყვარულის გამო წავიდა, შემდეგ კი პირველივე მატარებელს შეახტა და იტალიის ნაკრებში დასაქმდა.

მე ეს თვალთმაქცობა არ მომწონს, ცბიერების წინააღმდეგი ვარ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლაურენტესი არის კლასიკური მაფიოზი.

ყველა ჯურნალისტი ნაყიდი ყავს. აბა ვინმემ გაბედოს მასზე რამე ცუდის დაწერა. გაანთავისუფლებინებს.
Lasha
01:24 19-04-2024
3
კაცია და გუნება,აღარ უნდოდა და წავიდა.ლაურენტესი არის თავი და თავი იმაში რაც ახლა ნაპოლის თავს ხდება!
გოჩა
07:37 19-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული