"სპურსში" ენჯ პოსტეკოღლუს მოსვლის შემდეგ ბრაზილიელს ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა და გუნდიდან აბარგებაზე, წესით, ის უარზე არ უნდა იყოს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ "როსონერი" მარჯვენა მცველის პოზიციაზე გეგმავს გაძლიერებას, მაგრამ ამისთვის დიდი თანხის გასაღება არ სურს, ემერსონი კი დაახლოებით 18 მილიონ ევროდ ფასობს.
მიმდინარე სეზონში როიალმა მოედანზე ჯამში 1300 წუთი გაატარა.