"ნეაპოლში მინუს ხუთი კილოგრამით მსუბუქს გელოდები" - კონტემ ლუკაკუს წონაში დაკლება ურჩია

AutoSharing Option
"კორიერე დელა სერას" ცნობით, "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად რომელუ ლუკაკუ შეიგულა.

კონტეს ლუკაკუსთან წარმატებული მუშაობის გამოცდილება "ინტერიდან" აქვს და სურს, ისეთივე იხილოს და არა იმდაგვარი, როგორიც გასულ სეზონში "რომაში" იყო.

ანტონიომ რომელუს დაურეკა და უთხრა: "ნეაპოლში მინუს ხუთი კილოგრამით მსუბუქს გელოდები".
31 წლის ბელგიელის კონტრაქტი "ჩელსის" ეკუთვნის. მისი ხელფასი 12 მილიონი ევროა, რაც შეიძლება "ნაპოლისთვის" პრობლემად იქცეს. ამიტომ კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა არტიომ დოვბიკის (ჟირონა) კანდიდატურას განიხილავს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რაღა დროს ლუკაკუა, მოედანზე ძლივს გადაადგილდება.მისი საუკეთესო წლებმა ჩაილურის წყალი დალია.თვითონ კი სიამოვნებით დათანხმდება 7-8 მილიონზეც, მაგრამ არც ამის გადამხდელია ნაპოლი. მოკლედ რაც ამ ფეხბურთში მაფიის ფული თეთრდება და გაუგებარია სად მიდის ( ალბათ ჯიბეებში) , პირდაპირ დღევანდელ ქოცურ საქართველოს მოგაგონებს.
Walter White
22:17 05-06-2024
23
ფეხბურთელი რომ წონას იმატებს, იმის მატარებელი ჩავლილია, თორემ გაიპარსავს, ფრჩხილებს დაჭრის და ეგეც შენი 5 კილო...
დდდ
22:50 05-06-2024
1

სიახლეები პოპულარული