ფილიპო ინძაგი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა

AutoSharing Option
50 წლის იტალიელი სპეციალისტი ფილიპო ინძაგი იტალიის სერია B-ს ბინადარ "პიზას" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.

"მილანის" ყოფილი ფორვარდის ბოლო სამსახური "სალერნიტანა" იყო, საიდანაც გასული სეზონის ბოლოს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

ინძაგი ასევე მუშაობდა "მილანში", "ვენეციაში", "ბოლონიაში", "ბენევენტოში", "ბრეშიასა" და "რეჯინაში".

გასულ სეზონში "პიზამ" სერია B-ის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული