ყველაფერი შეთანხმდა - სპინაცოლა კვარაცხელიას თანაგუნდელი იქნება

AutoSharing Option
ავტორიტეტული და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 31 წლის მცველი ლეონარდო სპინაცოლა კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს.

მან "პარტენოპეისთან" ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა, რამდენიმე დღეში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

სპინაცოლა ბოლოს "რომას" ღირსებას იცავდა, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ინფორმაციისთვის, "ნაპოლიმ" დაიმატა "რეალის" საკუთრებაში მყოფი მცველი რაფა მარინიც, რომელიც ასევე სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ვიცი, თუ მართლა გაძლიერდა ნაპოლი, შეიძლება კიც ღირდეს ხვიჩასთვის დარჩენა 1 წლით. ჩემთვის მთავარია: ხვიჩა იყოს ბედნიერი კლუბში, იყოს ფორმაში და ნაკრებს კარგად დაეხმაროს.
ვახ, არ დამავიწყდეს: დიდი მადლობა ევრო2024-თვის! წარმატებები მომავალში, ბევრი სიხარული პირადში, კარიერაში. გაიხარე და გაახარე საქართველო!
alexandre
15:09 05-07-2024
3
ხვიჩას ფლანგელია და ძაან ეფექტურია!!
mate
17:30 05-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული