ოფიციალურად: ზილენსკი "ინტერში" გადავიდა

AutoSharing Option
30 წლის ნახევარმცველი პიოტრ ზილენსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ნაპოლიდან" "ინტერში" გადავიდა.

"ნერაძურიმ" ზილენსკის კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის მილანური გუნდის პირველი პოლონელი ფეხბურთელი გახდა.

ზილენსკი "ნაპოლიში" 2016 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში ყველა ტურნირზე კლუბში 364 მატჩში 51 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა გააკეთა. იქამდე "ზაგლემბეში", "უდინეზესა" და "ემპოლიში" თამაშობდა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 22 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიწია და თავისიც გაიტანა.არც მაგას მოაკლო დე ლაურენტისმა ეგზეკუციები,თუმცა ბოლომდე მაგრად დადგა.დე ლაურენტისს,სხვა ენა არ ესმის.ხვიჩაზეც ყოველნაირად იძალადებს და თუ შეატყო რომ ბოლომდე მთლად მტკიცე არ არის,კიდევ უფრო მძიმე უნაგირს დაადგამს.მე შენ გეტყვი და ჯუღელი დაუდგება გვერდით.მხოლოდ დიდი ფინანსური ზარალის საფრთხე აიძულებს,უკან დახევას.
სოსო
21:37 06-07-2024
1
წარმატებები ვუსურვოთ პეტრუხას,კვარაცხელიასთან ცოტა კრიჟანივით კი იქცეოდა ნაპოლიში,მაგრამ არაა ცუდი ფეხბურთელი!
ადნან ხაშოგი
20:38 06-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული